ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ადამ ოქრუაშვილი ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) ყაზახეთის დედაქალაქ ასტაანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

ოქრუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში პოლონელი მასიე სარნაკი ვაზარით მოუგო, ხოლო შემდეგ ჩეხი მაიკლ ჰორაკი და გერმანელი სვენ ჰეინლეც იპონით დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი რიუ შიჩინოჰე იქნება.

რაც შეეხება მძიემ წონით კატეგორიაში ჩვენს მეორე წარმომადგენელს ლევან მატიაშვილს, მატიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა მეორე წრეში კუბელ ალექს გარსია მენდოზასთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია ადამი ბოლომდე ასე შემართებით იბრძოლებს და საქართველოს გაახარებს ჩემპიონის ოქროს მედლის მოპოვებით ღმერთმა მიცეს გამარჯვება
0
როგორმე იქნებ მოუგოს შიჩინოჰეს.. სადაც ორ სასონს მოუგო, შიჩინოჰეც არაა დაუმარცხებელი. თან რევანში აქვს ასაღები..
franio
14:50 29-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული