ტურნირის პირველ დღეს მედლები გოგონებში 44, 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 55, 60, 66 და 73 კგ წონით კატეგორებში თამაშდება.
კონტინენტის ჩემპიონობის შანსი თამაზ კირაკოზაშვილს (73) აქვს, რომელიც ფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოჟაკს დაუპირისპირდება. ბრინჯაოს მედლისთვის კი ამავე წონაში გიორგი კაციაშვილი იბრძოლებს. მისი მეტოქე კოსოვოელი აკილ გჟაკოვაა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება თორნიკე ნაგლიაშვილიც (60), რომელიც
მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ირაკლი კუპატაძე (55) და ბექა შავდათუაშვილი (66), ისეე როგორც გოგონების ტურნირში ჩვენი მონაწილეები - მარიამ ჯანაშვილი (52) და სალომე აბაშიძე (57).
ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 19 სექტემბერს მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები: ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81), ბექა ღვინიაშვილი, დავით რამაზაშვილი (ორივე 90) და გურამ თუშიშვილი გამოვლენ (+100).
ტურნირი კვირას, 20 სექტემბერს, გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.