ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: კიდევ ორი ოქრო! [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექამ ყველა ბრძოლა იპონით მოიგო
19 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახდა, ხოლო მძიმე წონაში პირველობა არავის დაუთმო გურამ თუშიშვილმა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირად შეჯიბრში გამოსვლა სულ ხუთი, 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, პირველ დღეს ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი გახდა (-73), ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი კაციაშვილმა (-73) და თორნიკე ნაგლიაშვილმა (-60) მოიპოვეს.

დღეს კონტინენტის პირველობაზე ლევან გუგავამ, კობა
მჭედლიშვილმა
(ორივე -81) და დავით რამაზაშვილმაც (-90) იასპარეზეს, თუმცა ბრძოლა ადრეულ ეტაპებზე დაასრულეს.

ტურნირი კვირას, 20 სექტემბერს, გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ბიჭებო, მაგრები ხართ! წარმატებები!
giglia
12:05 20-09-2015
0
გვიმრავლოს ყველა სპორტის სახეობებში გურამები, ბექები, თამაზები და ა. შ.ყველგან ყველაფერში გამარჯვებით გვევლოს.....
OTARI
08:02 20-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული