ვერ ვიტყვით, რომ მას დიდად გაუმართლა - პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს ხვდება. ამათ შორის მოგებულს მომდევნო წრეში - მერვედფინალში ბელგიელ იასპერ ლეფევერესა და ყირგიზ ბეკტურ რისმამბეტოვს შორის მოგებული ელოდება.
ტურნირში ხვალაც ერთი მონაწილე გვეყოლება - ესტერ სტამი (70), რომელიც საბოლოოდ მაინც ჩაფრინდა უზბეკეთში ჰოლანდიიდან, სადაც ვარჯიშობს.
პირველ წრეში ისიც თავისუფალია, მისი მეტოქე კი ამერიკელ სამანტა ბლეიერისა და ბელგიელ
ტაშკენტში ზეგაც ერთი ფალავანი გვეყოლება საქომაგო - ალექსანდრე მსხალაძე (100). ისიც პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული, სადაც რუსთა დებიუტანტ ნიიაზ ბილალოვს ხვდება. ჩვენებურს ურიგო ბადე არ აქვს, თუმცა მერვედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის უზბეკი სოიბ ყურბანოვიცაა.
იმედია, მსხალაძეც და ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც შეძლებენ სალიცენზიო რეიტინგში ქულათა მარაგის შევსებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"