მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე კარგი ჭიდაობის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ ჩვენებური ტაშკენტის არცთუ ძლიერ შეჯიბრებაში წარმატებით გამოვიდოდა და კვარცხლბეკზე ასვლით მედალსაც მიიღებდა, ქულებსაც და ფულებსაც, თუმცა მისთვის ჩვეული სცენარით იჭიდავა - მედლამდე მივიდა, კვარცხლბეკს კი ვერ შესწვდა.
მარგველაშვილმა კვლავაც ბევრი უნდა იშრომოს, რომ მეტი ილეთები გააკეთოს, თუმცა მისი მთავარი საზრუნავი მაინც
ორივე შეხვედრა ხომ ასე წააგო და პირველივე პაექრობაშიც ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან ბეწვზე გადარჩა - მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა და წყნარად მიჰყავდა პაექრობა გამარჯვებისკენ, თუმცა ყაზახმა ისე თავისუფლად ჩაუხვია ფეხი და გადააგდო, თითქოს მთელი ცხოვრება ქართულს ჭიდაობდეს.
მადლობა უნდა ვთქვათ, რომ მაშინ მხოლოდ ვაზარი იყო და იპონს გადავრჩით. მართალია, მერე თვითონაც აუღო ვაზარი, მაგრამ ისეთი მარტივი შეცდომები არ ეპატიება.
ჩვენმა ფალავანმა ყირგიზ ბეკტურ რისმამბეტოვს გაფრთხილებებით აჯობა, მერე კი ჩინელთა მომავალ ფინალისტ დუანბინ მასთან დამარცხდა. ამას სანუგეშოში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან მოგება მოჰყვა, ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში კი მონღოლ ალტანსუხ დოვდონთანაც წააგო.
ტაშკენტში დღეს ჩვენგან ესტერ სტამი (70) იჭიდავებს. ის მეორე წრეშია დაშვებული, სადაც ამერიკელ სამანტა ბლეირსა და ბელგიელ როქსანე ტაიმანსს შორის მოგებულის ძლევას შეეცდება. 3 ოქტომბერს ალექსანდრე მსხალაძე (100) იასპარეზებს, ისიც ასევე მეორე წრეში - რუს ნიიაზ ბილალოვთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"