ტაშკენტის გრან-პრი: ესტერ სტამმა საქართველოს ვერცხლი მოუტანა
AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე გრან-პრიზე საქართველოს მედალი გოგონათა ტურნირში ჩვენმა ერთადერთმა მონაწილე ესტერ სტამმა (-70) მოუტანა. სტამი ფინალში სამხრეთკორეელ სუნგიონ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მანამდე მან ბელგიელ როქსანე ტაიმანსის, გერმანელებს: ჟაუნდრა დიდრიხსა და ლიანა მარზოკს აჯობა.
ტაშკენტის ტურნირზე ხვალ, 3 ოქტომბერს, ალექსანდრე მსხალაძე (100) იასპარეზებს, პირველ დღეს კი უმედლოდ გამოსვლა ვაჟა მარგველაშვილმა (66) დაასრულა.
ცოტა კიდევ მოუმატოს და თავადაც გაიხარებს და ჩვენც გაგვახარებს.