საქართველოს პრეზიდენტმა ძიუდოს ნაკრების წევრებს უმასპინძლა

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის და წარმატებები უსურვა.

"დიდი მადლობა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანისთვის. თქვენი სახელი და თქვენი მიღწევები ჩვენს საზოგადოებაში აღტაცებას იწვევს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები - ინიციალებით გაფორმებული პერანგის ვერცხლის სამაგრები გადასცა.

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარგო რა პოლიტიკოსიცაა, მაგ დონის იმ ნაკრებში მისი მოგვარეა
:-)))
07:11 09-11-2015
0
კარგი და რაც მთავარია, ზუსტად სამისამპლუო ჟესტია. ყოჩაღ მარგო!
ჯიჯი*
10:27 08-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული