ჯეჯუს გრან-პრი: მარგველაშვილმა და ჯანაშვილმა გამოსვლა მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტებმა მარცხით დაიწყეს გამოსვლა კორეულ ჯეჯუში, "დიდ პრიზზე" - ვაჟა მარგველაშვილიც (66) და მარიამ ჯანაშვილიც (52) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

მარგველაშვილი პორტუგალიელმა სერგეი ოლეინიჩმა, ჯერ იყო და, 10 წამში დააგდო ვაზარიზე, რასაც მალევე იპონი მიაყოლა. ჯანაშვილმა ორი იუკო გაუშვა კორეელ აზიის პრიზიორ მი-რი კიმთან.

ხვალ, 27 ნოემბერს, ჯეჯუში ესტერ სტამი (70) იჭიდავებს და პირველივე წრეში იტალიელ ჯულია კანტონის შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული