ალექსანდრე მსხალაძემ ბრიტანელი ფილიპ ავიტალარაზი ვაზარით კი დაამარცხა, მაგრამ ბრაზილიელ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ლუსიანო კორეასთან გაფრთხილებებით წააგო და სანუგეშომდე ვერ მივიდა.
გურამ თუშიშვილი მოხსნეს იაპონელ კენსუკე საკამოსტოსთან შეხვედრაში, როცა წაქცეულ მეტოქეს ნებით თუ უნებლიედ ფეხი დააბიჯა.
ჯეჯუში სულ ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. მანამდე საწყისი ორთაბრძოლები ვაჟა მარგველაშვილმა (66) და მარიამ ჯანაშვილმა (52) დათმეს.