თბილისურმა კლუბმა, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული, ტურნირზე ჯერ ფრანგულ "სენ ჟენევიევს" მოუგო (3:2), შემდეგ კი ნახევარფინალში პორტუგალიური "კლუბ სპორტინგი" დაამარცხა (3:2).
გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები გერმანულ "აბენსბერგს" დაუპირისპირდებიან. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება და მისთვის თვალის მიდევნება შეგიძლიათ ამ ბმულზე.
"მებრძოლი" "ოქროს ლიგაში" ამ შემადგენლობით გამოდის:
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ.
+90 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.