უშანგი მარგიანის კისრული გდება 2015 წლის ათ საუკეთესო იპონს შორის მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრადიციულად, წლის მიწურულს მსოფლიო აჯამებს ყველაფერს, ცხოვრების ყველა სფეროში. გამონაკლისი არც სპორტი და კონკრეტულად, ძიუდოა, რომელმაც ასევე შეაჯამა ჩავლილი სეზონი.

ერთ-ერთმა უცხოურმა პორტალმა judoattitude.com-მა გასული წლის 10 საუკეთესო იპონი დაასახელა, ლაურეატთა შორის კი ერთი ქართული გდებაც მოხვდა - უშანგი მარგიანის (81) მიერ თბილისის "დიდ პრიზზე" ჩერნოგორიელ სრდჟან მრვალჯევიჩთან დგომში შესრულებული კისრული მეხუთე ადგილზე გავიდა.

ცხადია, მსგავსი შეჯამებები ძალზე პირობითია, თუმცა ქართველის დასახელება ჩვენთვის მაინც ფრიად საამაყოა.

ბუნებრივია ისიც, რომ ათეულში ძირითადად ვაჟები შევიდნენ, თუმცა ერთი ქალიც მოხვდა, თანაც - საკმაოდ
მაღალ პოზიციაზე: მეორე ადგილზე ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე 57 კილოგრამში იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ცუკასა იოშიდას მიერ შესრულებული უზადო ამოსმული დაასახელეს.

პირველი ადგილი აზერბაიჯანელთა მსოფლიოს მესამე პრიზიორისა და ორგზის ნადოპინგარი ნიჯატ შიხალიზადეს (66) მიერ მშობლიურ ბაქოში, "დიდი მუზარადის" ფინალში ბრიტანელ კოლინ ოუტსთან შესრულებულ კომბინაციურ გდებას მიეკუთვნა, მესამეზე კი იაპონელ იუია იოშიდას (90) შუაკაურია მასტერსიდან.

ჩვენებურს რუსთა მსოფლიოს პრიზიორი მიხაილ პულიაევიც უსწრებს ისევ მასტერსზე შესრულებული გდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
პირველ ადგილზე გასული იპონი, ათეულში მოხვედრასაც არ იმსახურებს.
georgiano
13:53 04-01-2016
0
პირველი ადგილზე გასული judoattitude.com-ის დამაარსებელის ნათესავია?ჩვეულებრივი გდება იყო

vazha
15:32 04-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული