ჰავანას გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ჰავანაში დაწყებულ ძიუდოიუსტთა გრან-პრის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის შეხვედრაში გერმანელ სებასტიან სეილდს აჯობა. მანამდე ვაჟა, სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ ლოიკ კოვრალს ვერ გაუმკლავდა.

აღსანიშნავია, რომ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლი თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანმა (ბექირ ოზლუ) მოიპოვა.

ჰავანაში საქართველოს ნაკრებიდან 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილიც იასპარეზებენ. ამ წონაში მედლები 24 იანვარს გათამაშ
დება.

შეგახსენებთ, რომ ამ წონით კატეგორიებში საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებს რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები განაღდებული ჯერ კიდევ არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ვაჟას, ვულოცავ ბრინჯაოს. ნამდვილად კარგად იჭიდავა, მაგრამ კორვალთან, ხანმაგომედოვთან, ზანთარაიასთანაც კი არ აქვს ჯერ შანსი, კორეელ-იაპონელ-მონღოლებზე რომ აღარაფერი ვთქვა. მწვრთნელებმა მაგრად უნდა იმუშაონ მაგასთან, რომ კიდევ უფრო მოუმატოს. აბა სხვა არავინაა ჯერ უფროსებში 66-ში საშუალო დონეზე მაინც რომ გამოვიდეს და მერამდენედ უნდა ვიწყებდეთ გუნდურებს ა პრიორი -1-ით...
enlili
21:42 23-01-2016
0
ra-hqvia-amas-da-sircxvili -ს
არც თურქები ითხოვენ შეცვლას...უზნაძე ჭიდაობდა თურქეთის სახელით და არ შეუცვლია სახელი და გვარი. ჩემპიონიც თავისი სახელით და გვარით გახდა..
მაგრამ შუკვანს ისე აქვს პირი შერცხვენილი საქართველოში, მართლა ჯობდა გვარ-სახელის შეცვლა.
მაგარი უსიმპათიო და უთავმოყვარეო, ცანცარა ტიპია. ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა და მერე იქიდან გადავიდა თურქეთში. ეგეთები არ არიან გამარჯვების ღირსი. მაგრად გამეხარდა, პაპინაშვილმა რომ მოიგდო კისერზე და დააძნეყვა ძირს აბუ-დაბიში
enlili
21:39 23-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული