ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სრულად გამოიყენა კვოტა და ყველა წონაში მაქსიმალური ოდენობა - 4-4 სპორტსმენი გაუშვა. მისი მიზანი გასაგებია - სათადარიგოების, მესამე-მეოთხე ნომრების გამოცდას სხვა შეჯიბრებებზე ვერ ახერხებენ და ამიტომ არ გაუშვა ხელიდან ეს შანსი, საქმეში ნახოს და გამოსცადოს ყველა ის სპორტსმენი, ვინც საქართველოს ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა.
მწვრთნელმა ადრევე განაცხადა, რომ
მათ ნაცვლად სოფიაში საქართველოს პირველობის მეხუთეადგილოსნები - ილია შუბითიძე და ირაკლი კუპატაძე გაამგზავრა.
მწვრთნელს არც 66-ის ჩემპიონი თორნიკე თათარაშვილი გაუშვია და ის ლაშა გიუნაშვილით შეცვალა, ხოლო 81-ში გამარჯვებულ უშანგი მარგიანს ტრავმის გამო ასვენებს, მის ნაცვლად კი ანზორ ბიბილაშვილი იჭიდავებს. თავად უზნაძე სოფიაში არ წასულა, თბილისში დარჩა და ძირითად ნაკრებს ამზადებს, სოფიაში კი გუნდს გიორგი გუგავა და გიორგი ვაზაგაშვილი გაჰყვნენ.
ოთხი მონაწილით შემოიფარგლა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე, იმათგან კი მხოლოდ მარიამ ჯანაშვილია (52) ახალი თაობის წარმომადგენელი. თენაძემ ძველი ნაკრების წევრებიც წაიყვანა: სალომე აბაშიძე (57), ნინო ოძელაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78). მას ირინა ლეონიძეც (+78) მიჰყავდა, მაგრამ ტრავმა მიიღო.
სოფიაში შაბათს ვაჟთაგან 60, 66 და 73, ქალთაგან კი 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. დანარჩენები კვირას იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები
60 კგ. ივანე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ჭიკაიძე, ილია შუბითიძე და ირაკლი კუპატაძე
66 კგ. ბექა შავდათუაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გელა კელიხაშვილი, ლაშა გიუნაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი, ზვიად კაპანაძე, ანზორ ხმიადაშვილი
81 კგ. ზებედა რეხვიაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ანზორ ბიბილაშვილი
90 კგ. პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი
100 კგ. ლაშა გურული, ჯაბა მუმლაძე, ლაშა ტაველური, ალექსანდრე ზაალიშვილი
+100 კგ. ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი, ვახტანგ ოქრიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"