[დღის თემა] სკანდალი ქართულ ძიუდოში - სამშობლო როსკიპი ქალი არაა

AutoSharing Option
ნეტავ რა წყევლაა ასეთი, ქართულ ძიუდოში ყველა თაობამ ბუნტი რომ უნდა მოაწყოს და ყველა ოლიმპიურ ციკლში წარმატებების მაგივრად სკანდალებს უნდა ვუყუროთ?!

დარბაზის გათბობის პრობლემიდან დაწყებული, უთანხმოება გაღუნულ შტანგებზე ვარჯიშამდე და ნაკრების ცუდ პირობებში მომზადებამდე მივიდა, ყველაფერი კი სპორტსმენთა მიერ ქომაგთა გინებით და საქართველოდან წასვლის მუქარებით დასრულდა.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ. როგორც ამ ბოლოს მოდად იქცა, ძირითადი კამათი "ფეისბუქზე"  გაიმართა და სწორედ იქ გაჩნდა ქომაგთა საგინებელი პოსტები, ავთანდილ ჭრიკიშვილის გვერდიდან. იქვე იყო ასევე
გინება ტელევიზიებისადმი, რომ მისი ინტერვიუ სრულად არ გაუშვეს და მუქარაც, მაგათ ინტერვიუს არასოდეს მივცემო.

ჩემთვის ცოტა ძნელია იმის მტკიცება (მით უფრო, არა ვარ "ფეისბუქმომხმარებელი", ხოლო ის პოსტები სხვა ფორუმზე ვნახე გადაბეჭდილი), ეკუთვნის თუ არა ის გვერდი ნამდვილად ჭრიკიშვილს, ან მართლაც მან დაწერა თუ არა ის პოსტი, თუმცა არაა ახალი გვერდი და თან საყოველთაო მოსაზრებით, ნამდვილად ჭრიკიშვილისაა და ნამდვილად მისი სახელით გავრცელდა, ოღონდ ორიოდე საათში წაიშალა. ამასთან, არც ჭრიკიშვილს უარუყვია იმ გვერდთან კავშირი.

ამას უკვე "ფეისბუქზეც" და საიტებზეც მოჰყვა მუქარა საქართველოდან წასვლის შესახებ, რაშიც სხვა სპორტსმენებიც ჩაებნენ...

ერთი სიტყვით, ზვავი უკვე დაგორდა, მას კი ვერავინ შეაჩერებს, ვიდრე თავისით არ გაჩერდება. ახლა ყველას - ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და იმავე საპარლამენტო კომიტეტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სპორტსმენები გავარიდოთ ამ ზვავს, რომლებიც ამ ქარბორბალას ცენტრში აღმოჩნდნენ. ვნებებმა უკვე საკმაოზე მეტად ამოხეთქეს. ახლა ის დროა, როცა ემოციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და ცივი გონებით მიუდგნენ საქმეს.

თავად სპორტსმენებსაც მინდა მივმართო: შეანელეთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში (მით უფრო, შეკრებაზე ხართ), მოზომეთ ემოციებიც და სათქმელიც. გვესმის, რომ იმ დღეებში დარბაზში მეტი სითბოც გჭირდებოდათ; იქნებ სხვა პრეტენზიებიც საფუძვლიანია (თუმცა ორივე მხარის არგუმენტების გაცნობამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებ), რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ ფედერაციასთან, რაოდენ მძიმე პირობებშიც უნდა გიწევდეთ ვარჯიში, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას, ქომაგებს აგინოთ (ცხადია, თუ ის მართლაც ჭრიკიშვილის დაწერილი პოსტია). იმ ქომაგებს, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება თავად მათ ანაზღაურებას.

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

აკი იმ გინებას მოჰყვა კიდეც ქომაგთა დიდი უკმაყოფილება ინტერნეტში: "თურმე უსაქმურები ვყოფილვართ, ამათ საქომაგოდ ღამეებს რომ ვათენებდით", "აწი მე ამათ არ ვუქომაგებ"; "აბა, დღეს ვის ვქომაგობთ - სამხრეთ კორეას თუ ვის?" - ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტები მრავლად გაჩნდა.

ახლა თქვენ დაკავებული უნდა იყოთ მომზადებით, კონკრეტულ მეტოქეებზე ზრუნვით და არა განცხადებების კეთებით. თუ თქვენ ფედერაცია არ გიქმნით პირობებს, ცხადია, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მათი გაუმჯობესება, მაგრამ აჯობებდა, ამ მოთხოვნით ფედერაციის აღმასკომისთვის მიგემართათ და ეს ამბავი პარლამენტის ტრიბუნიდან არ გახმაურებულიყო, რომელსაც არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

ან ახლა რომ ჩაერიოს საპარლამენტო კომიტეტი ფედერაციის მუშაობაში, რა სტატუსით? ეს აღმასკომმა უნდა გააკეთოს.

თუ თქვენ მიგაჩნდათ, რომ ამერიკაში თამაზ კირაკოზაშვილის და თორნიკე ნაგლიაშვილის გაგზავნა შეცდომა იყო; თუ მიგაჩნიათ, რომ ხელფას-პრემიები არასწორად ნაწილდებოდა, ამათ მოსაგვარებლად არსებობს აღმასკომი. ვფიქრობ, პრობლემათა მოგვარების საუკეთესო გზა არა ბუნტი, არამედ საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაა და ამას ყველანი უნდა მივეჩვიოთ, როგორც თანამედროვე, დასავლური და დემოკრატიული ურთიერთობის ფორმას.

ვერ ვამტკიცებ, რომ სავარჯიშოდ იდეალური პირობები გაქვთ და თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა - ამაზე თქვენ უნდა ილაპარაკოთ, ჩვენ კი მზად ვართ, ტრიბუნა დაგითმოთ. მეც მიმაჩნია, რომ ბევრი პრობლემა აღმასკომის როლის დაკნინებამ განაპირობა ანუ მართვის პრობლემა ნამდვილად დგას - ბევრ საკითხზე მისი ვიზირება რომ ყოფილიყო, ამ საკითხების უმეტესობა არც წამოიჭრებოდა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ საკმარისი პრემია არ აიღეთ ან ვინმემ დაგაკლოთ ის; თუ იმით ხართ უკმაყოფილო, რომ წინა წლების მსგავსად, ამჯერად ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ზემდგომთაგან ვერ იღებთ ჩვეულ გარანტიებს, თქვით ხმამაღლა, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, სამშობლოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოთ და სხვაგან წასვლის მუქარა დაიწყოთ - ეს უკვე შანტაჟის ენაა, სამშობლოს კი ასეთი ლექსიკით არ ელაპარაკებიან.

რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ, ამის უფლებას არანაირი სინჯის მედალი არ აძლევს არავის. მსგავს თემებზე აპელირებით თქვენ იმ მიზანსაც აყენებთ ჩრდილს, რისთვისაც ახლა იბრძვით - სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება და ოლიმპიადისთვის კარგად მომზადება.

დღეს ხშირად ისმის, ვარჯიშებზე ვართ გადაგებულნი და მთელ დროს ამას ვწირავთო, მაგრამ განა ვარჯიშს ნაკლები შესწირა ვიქტორ სანეევმა, ფაქტობრივად, ახალგაზრდა კაცი რომ დაინვალიდდა სპორტში მიღებული ტრავმებით? მას მართლა კალთებს ახევდნენ სხვაგან წასვლის თხოვნით, ოქროს კოშკებს აღუთქვამდნენ, მაგრამ ამ არაქართული წარმოშობის კაცს არც უფიქრია საქართველოს დატოვება და თქვენ ჯერ განა რა გაუკეთეთ საქართველოს სანეევის დარი?

თუმცა ვიმეორებ - ათჯერ მეტიც რომ გაუკეთოთ, მსგავს ულტიმატუმს ეს მაინც არ გაამართლებდა.

თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა უცხოეთში წასვლის ერთ მსურველს, განა რა გაუკეთე საქართველოს ასეთი, პრეტენზიებს რომ უყენებო. თავად მას - ნონა გაფრინდაშვილსაც, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ლამის რევოლუცია მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის მთელ მსოფლიოში, მაშინაც არ უფიქრია უცხოეთში წასვლა, როცა ამ ბოლო წლებში პოლიტიკურად იდევნებოდა და თქვენ რა გაგიჭირდათ ასეთი?

ხალხმა სიცოცხლე და შვილები შესწირა სამშობლოს, ბევრმა იმ შვილის საფლავიც არ იცის და იმათ რაღა უნდა ქნან მაშინ?! ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ეს ცოტა სხვა რამეა: "ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ".

გირჩევთ, წაიკითხოთ ვარდგეს პეტროსიანის "უკანასკნელი მასწავლებელი", სადაც შეხვდებით ფრაზას: "სამშობლოს ტრაგიკული განცდა" - იმედია, ეს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. იქვე ასეთ ფრაზასაც ამოიკითხავთ - სამშობლო ღამის გასათევი სადგური ნუ გგონიათო - ვფიქრობ, ესეც მეტყველი ფრაზაა, რასაც ისევ დუმბაძის ერთ ფრაზას დავუმატებ - "სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი ამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ".

დასასრულ, ვიმედოვნებთ, ვითარების დასაწყნარებლად და ამ ნაკრების სავარჯიშო პროცესის ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად დღესვე გააკეთებენ განცხადებებს სამინისტროც, ოლიმპიური კომიტეტიც და საპარლამენტო კომიტეტიც.

იმედია, ხელფას-პრემიების დახურული თემაც (არაერთი ინფორმაციით, ესეც იქცა დავის საგნად) ამბავიც ერთხელ და სამუდამოდ გამოვა მზის სინათლეზე და ჩვენც გავიგებთ ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
gio
"ერთი მანახა თქვენი თავები ისეთ გაუსაძლის პირობებში, როგორშიც ეს ბიჭები იყვნენ და მერე ილაპარაკეთ პატრიოტიზმზე!"
აუ, ნეტა მასეთი გაუსაძლისი პირობები მომცა და შენ აგაშენა ღმერთმა. ))))
ხალხს ექვსნიშნა ციფრებში აქვს თანხა აღებული, მე და ჩვენნაირები კი მაგდენს არათუ ამ ცხოვრებაში, მეორე ცხოვრებაშიც ვერ ვნახავთ ერთად დალაგებულს. )))))
ბაზარი არაა - მათი ფულია, ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკიც... )))))
ირაკლი თავაძე
01 თებერვალი 2016 15:41
0
ეჰ. აქეთ ჟურნალისტს რომ მიდგნენ. სერიოზული ინტელექტის პრობლემაა ქვეყანაში...
Raul
01 თებერვალი 2016 15:27
0
ირაკლი თავაძე - "ის, წერილში ნახსენებ იმ წიგნს თქვენც თუ წაიკითხავთ, არ გაწყენთ". ამ წინადადების ავტორი, რომ სხვას დაუწუნებს დამწერლობას!!!! ...
საქო
01 თებერვალი 2016 15:22
0
იმედი მაქვს, ყველა ხარისხის მედალს ჩამოიტანენ ოლიმპიადიდან!!!
tngh
01 თებერვალი 2016 15:12
0
kikola - ტყუილების წერას თავად შეეშვი. ფაქტები თუ არ იცი, იკითხე, არაა სირცხვილი. რუსეთი და მოსკოვი არ იყო მაშინ სხვა ქვეყანა. პირიქით - იქ წასვლაზე უარის თქმა შეიძლებოდა, სანეევისთვის კომპრომატად მოედო იმავე "კაკებეს".
პ.ს. მგონი, იქ კოლიმა უნდა ეწეროს და არა კალიმა.
ირაკლი თავაძე
01 თებერვალი 2016 15:08
0
კაცობრობამ, სწორედ იმიტომ მოიგონა ფიზიკური დატვირთები ,მიზნით-უფრო -სწრაფად,ძლიერად,მაღლა,რომ რეალურ საომარ ჯახისას,თავდასხმა-თავდაცვისას, მაქსიმალურად გამოეყენებინათ წინასწარ ნ ა ვ ა რ ჯ ი შ ე ბ ი ადამიანი, და ქართველებს ეს დედააზრი სფორტის არსებობის აუცილებლობისა, ,ოდითგანვე სხვაზე არა ნაკლებად გვესმოდა და ამიტომაც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში , ჯერ ჭ ი დ ა ო ბ ი თ ი ორთაბრძოლები...ჭენება-ცხენბურთები,ხმალ ხანჯლობანი-ფარიკაობანი,რაგბი -ლელო ქართულად.....,და სხვა ფიზიკური დატვირთების ნაირსახეობები ,გასაუმჯობესებლად ფიზიკურის მონაცემებისა-სისწრაფესი,სიძლიერესი,სფორტის ე.წ."დედეოფლის" სახეობებით,სირბილთი,ხტომებით,ტყორცნებით...შემდგომ ორჭიდ ,ათჭიდ ,ტრიატლონითი ნაზავებით,....გონებრივის განვითარებისათვის-ალჩი კოჭებით..,სამაგიდო მათემატიკური თამაშებით,ჭ ადრაკისა და სხვათა..."ფიცხალი წყვეტის მისაღწევად"თამაშებით, და არა იმისთვის რომ "ფეხებ გაფარჩხულ" რონალდოს "დგომზე" " გავგიჟებულიყავით" და ან" ჩია" მესის-"არიქა ფეხი არ გამოსდოთ, "შემოღებული ვაი წესებით თამაშისას", "ფინტებით",გადავრეულიყავით.ესეიგი არა შოუებისათვის და ფულის კეთებისათვისაა მოგონილი სფორტის სახეობები,ჩვენს შემთხვევაში ძიუდოს გენია. არ გვმართებს ქართველებს გონებრივად ,ფიზიკურად გადაგვარების მოყოლებით,"ვერ აღქმის უნარით "ჭეშმარიტებისა",რომ რეალური ყოფნა არ ყოფნის არსი, "შოუ "არ არის, ცხოვრებაში გამოუყენებელი,ვიღაც ვიღაცეებისათვის კი"ფულისკეთებითი თეატრალური,ხელოვნური დადგმა " და ",ჩვენს მიერ "საჯდომაუწევლად" დღეღამითი ყურების ვირტუალურობა".თუ გვსურს ქართველობის, ვეფხისტყაოსნის დონეზე მაინც,"მხარბეჭიანად და ტანწერწეტად" "შემონარჩუნება ამ წუთისოფლადა", მით უფრო უნდა ფასობდეს საქართველოში საღი აზრნი " ჭიდაობას რა უნდაო ..AN ლელოს ....ფ რ ე რ ო გ ა ტ ი ვ ი ს ა და ამ ,ქართველთა" სულის" გადმომცემი სფორტული გეიმების "ხელისგულზე" სახელმწიფოს მიერ ტარებით,თუ კი რაღაც ტვინის ნატამალი გააჩნიათ ჩვენს ფოლიტიკურ-ეკონომიურ-სფორტულ "მმართველებს",ხალხის მსახურთ, თავებში,გადაუდებლივ,სათანადო "ადამიანურად"დაფინანსებით,"მუდმივად,უფულობაზე ჯაჯღანისა გარეშე ხარჭ დიაცებივით",ნიჭიერი ქართველი ,შედეგის დამდები სფორტსმენების "მოფერებით",მაქსიმალურად ფულად -საყოფაცხოვრებო ხელშეწყოფით,სახელმწიფოს მხრიდან , ჭიდაობის დისციფლინების , ფირველ რიგში ,"ადამიანურად" საარსებო დაფინანსებით, ქართველი ხალხის მიერ ნაოფლარითб შექმნილი ბიუჯეტიდან.... გაუთავებელი კამათის წყვეტით,"გამოუსადეგარ", რ ე ა ლ უ რ საომარ ჯახისას, ბასქეთ-ფუტბოლ კიორლინგებზე. თუ ეამგვარ," გონებრივი ლაბირინთზე " რატომღაც არ,თუ ვერ ?გიფიქრიათ"ქართველთა მთავრობაში "მოკალათებულნო და ჩვენდა,ქართველთა სუბედუროდ სფორტულ ფედერაციებშიც არ გვესმის და მათთან ერთად,ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებშიც ვერ ვათვითცნობიერებთ ,რომ ქართული ჯიშის და ჯილაგის არსებობის საწინდარი "სხვაზე უკეთ, ჭიდაობის ფლობისცოდნაშია"გამამარჯვებლად ფლობის ,"როცა საჭირო არს" გამოყენებით, და რომ ვიძახით " Uძვლო ენებით" ჭიდაობა- ფეხბურთი ვერ არიო,სწორედ მაგგვარი აზროვნებაა,ჩვენი მომავალში,"გადარჩენისა ამა წუთისოფლადა", წყვეტის საწინდარი.სწორედ ქართველთა მიერ ჭ ი დ ა ო ბ ი ს .თვისი დღევანდელი ნაირსახეობებითურთ -ძიუდო,ჯიუჯიცა .....და სხვანი,სხვა ერებზე არანაკლებ ფლობამ ,ბრძოლისუნარიანობის ზედგომითა ჩვენს არაკეთილისმსურველებთან სამკვდრო სასცოცხლო წინააღმდეგობების გაწევისას, სათანადოდ "ჭიდაობის" ფლობის მეშვეობით, გამოვლინებული ქართული მებრძოლი "სულით",და არა უაზრო კამათით , "ვაჟკაცური" ფეხბურთი სჯობს бთუ არანაკლებ "ვაჟკაცური" კალათბურთიო, ,თავთავიანთი "იდაყვი არ ჰკრა"წესების ფარგლებში,ნაცვლად ქართული გამოსაყენებელი წესებისა -ჰკა მაგას! ჭიდაობასა თუ ლელოშიб თუ უფრო რეალურ ცხოვრებისეულ საომარ ჯახებისას !დღემდე ქათველობა მოგვიყვანა,სხვაზე უკეთ ჭ ი დ ა ო ბი ს ცოდნამ , გადაგვარჩინა, და ხელს თუ არ შევუწყობთ ჭიდაობათა ნაირსახეობების განვთარებას, "წელებზე ფეხების დადგმით",ყველანი ერთად, ყოველმხრივ,გავქრებით,გადავგვარდებით!
M.Z.
01 თებერვალი 2016 14:46
0
არ მომწონს აქ პოლიტიკური თემის შემოგდება და მცდელობა ხელისუფლებას შეტენონ დღევანდელი გაუგებრობა ძიუდოში არადა ეგეთი პირობები არ მახსოვს ამათ ქონოდეთ ადრე ეგ კიარა საკლუბო ძიუდოში საერთოდ გარიყულები ვიყავით პირველი ოქროს მედალიც დიდ წილად ცხონებული ბადრის დამსახურება იყო ზვიადაური მყავს მხედველობაში მერე როგორც წავიდა ქართული ძიუდოს საქმე კარგად ვიცით მოხსნეს ხაბარელი და მოიყვანეს*** ავსტრიელი ნაცებით აავსეს ფედერაცია შედეგმაც არ დააყოვნა.და კიდე თუ ვინმე შიგნიდან რამეს აშავებს ფედერაციაში ეგ უნდა განიხილონ შიგნი დაარავითარ შემთხვევაში ერთმანეთის საჯაროდ ლანძღვა გინება ეს პირადად ჩემთვის მიუღებელია.გათბობა თუარაქვთ ეგ ძალიან ცუდია და რატომ არააქვთ ახალი ძიუდოს სასახლე ჩაიბარეს და გათბობა თუარ ვარგოდა სად იყვნენ ეს 2 თვე თუ ზამთარი გუშინ მოვიდა.
quTaiseli
01 თებერვალი 2016 14:40
0
ავტორს!!! სანაევის დროს სხვა ქვეყნის მოქალექეობა ქვეყნის ღალატათ ითვლებოდა!! და კაკებე მაგ ქმედებისთის მინიმუმ კალიმას არ ააცდენდა იმ დროინდელ სპორცმენს!!! ამიტომ თავი დაანებე ტყულიების წერას.
kikola
01 თებერვალი 2016 14:17
0
"პატრიოტო" ჟურნალისტებო, თავის დროზე ბეთქილ შუკვანის დემარშზე რატომ არ დაწერეთ მსგავსი სტატია? ერთი მანახა თქვენი თავები ისეთ გაუსაძლის პირობებში, როგორშიც ეს ბიჭები იყვნენ და მერე ილაპარაკეთ პატრიოტიზმზე! საქმე მარტო ცუდ პირობებში კი არ არის, საქმე იმ უპასუხისმგებლობაზე და უყურადღებობაზეა, რასაც ეს ბიჭები გრძნობენ. და ბოლოს - შეეშვით დღევანდელ ხელისუფლებაზე ხელების დაფარებას! მათ ჯერ არ აქვთ ისეთი დამსახურება (ზიანი კი იცოცხლეთ, ბევრია უკვე!), რომ ასე წარამარა ხელები აფაროთ!
gio
01 თებერვალი 2016 14:17
0
რომა და თათია - თქვენ ჯერ ქართულად წერა-კითხვა ისწავლეთ და მერე გაგცემთ პასუხს.
ის, წერილში ნახსენებ იმ წიგნს თქვენც თუ წაიკითხავთ, არ გაწყენთ.
ირაკლი თავაძე
01 თებერვალი 2016 13:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული