ვალერი ლიპარტელიანი: ის, რომ თითქოს ქომაგებს ვაგინეთ, სრული აბსურდია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტაანმა ვალერი ლიპარტელიანმა ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყაროში სიტუაციის დაძაბვა ზურაბ ზვიადაურის განცხადების შემდეგ დაიწყო.

შემდეგ კი არსებულ განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ.

Sportall.ge ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე გაესაუბრა.

- რეალურად, რატომ გაქვთ უთანხმოება ფედერაციასთან?
- პირადული უთანხმოება არავისთან გვაქვს. ზოგა
დად, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბოლო პერიოდში და ზუსტად ამაზე გვქონდა საუბრები და ამას მოჰყვა ასეთი ამბავი.

- ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემის შესახებ ვიცით - გათბობა...
- გავნმარტავ: მხოლოდ გათბობაში არაა პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემაცაა.

- მაგალითად?
- მაგალითად, ურთიერთობა და დამოკიდებულება, თუმცა პრობლემებთან დაკავშირებით ბოლომდე დაკონკრეტება არ მსურს. ერთი ოჯახი ვართ, ყველასთვის პრობლემების გასაჯაროება არ ღირს, არ არის ლამაზი. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას და იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს მიექცევა ყურადღება და ზომებიც მიიღება.

- გავრცელდა ინფორმაციაც, სპორტსმენები სოციალურ ქსელში გულშემატკივარს აგინებდნენო...
- ის, რომ თითქოს სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვაგინეთ, სრული აბსურდია. ასეთი რამ არასდროს მოხდება. თუ ვინმეს სურს, რომ სპორტსმენებს ჩირქი მოსცხოს და ჩვენზე ხალხმა ცუდად იფიქროს, არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საქართველო ვასახელოთ და ყოველთვის ქართველი ხალხის სამსახურში ვდგავართ.

თუ სოციალურ ქსელში ჩვენი მხრიდან იყო ოდნავ რამე გადამეტებული, მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ იქნებოდა, ვისაც შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება და ამას არ აკეთებს.

- შენი მხრიდან კი საუბარი სხვა ქვეყანაში წასვლაზე იყო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- მე ვთქვი, რომ ისეთ პირობებს უქმნიან სპორტსმენებს, წასვლა მოგინდება, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე გვაფიქრებენ-მეთქი ამას, თორემ მაგაზე არ ვფიქრობთ. სხვათა შორის, შემოთავაზება ძალიან ბევრი იყო და ახლაც არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით და ვამბობთ ამ ეტაპზეც.

- ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი?
- მაგას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა - შემოთავაზება ბევრია. ყველა სპორტსმენს შეუძლია, რომელიმე შემოთავაზების მიღება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვაკეთებთ ამას იმის გამო, რომ ჩვენ ქართველი გულშემატკივარი გვყავს და, შეძლებისდაგვარად, მათ გახარებას ვცდილობთ.

ვისაც არ უხარია და არ სურს ძიუდო წარმატებული იყოს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა.

- ანუ, კონკრეტულად, რომელიმე პიროვნების წინააღმდეგი არ ხართ?
- კიდევ ერთხელ ვუსვამ ამას ხაზს: პირადად არავისთან დაპირისპირება არ გვაქვს. ეს არის ქვეყნის სახეობა, ქვეყნის სპორტი და ამ სპორტს ვინც ნორმალურად არ მიხედავს, იმ ადამიანის ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის ვერ მუშაობს და ვერ აკეთებს თავის საქმეს. ყოველთვის ვიტყვით, რომ ეს ასე არ არის.

ასევე იხილეთ:
ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

მართლა ყინავს თუ არა ძიუდოს აკადემიაში? "ლელო" დარბაზს ესტუმრა

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა
მკითხველის კომენტარები / 68 /
ყოველთვის გახსოვდეთ თითოეული თქვენი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა!რიოდან ბევრი მედლებით დაბრუნებულიყავით!
ამერი
02 თებერვალი 2016 11:22
0
ჩემზე დიდი გულშემატკივარი ჩირიკასი და გინდა ლიპოსი ბევრი არ მეგულება. მაგათ სანახავად ღამეც გამითენებია და გამთენიასაც გამიღვიძია მაგრამ რაც მაგათ იკადრეს და დღემდე აგრძელებენ დიიიიდი უნამუსობაა. რა შუაშია ბოღმა
invest
02 თებერვალი 2016 11:18
0
სისულელეა ეს ყველაფერი. ზვიადაურს სულ ცალ ფეხზე კიდია ძიუდოც დაოლიმპიადაც. მას საკუთარი ინტერესები აქვს. ასე რომ არ იყოს ასეთ დროს არ ატეხდა ასეთ ამბავს. გათბობა არაფერ შუაშია, არც გაღუნული შტანკები, ეს უბრალოდ მიზეზია. ზვიადაურს მოუნდა ქევხიშვილის ჩაჩოჩება და ამათაც მხარი დაუჭირეს, ზვიადაურის გაყვანა უნდათ. ეს არის და ეს.
fraternity
02 თებერვალი 2016 11:11
0
ვინც ვარლამს და ავთოს ცუდათ იხსეენიებს უბრალოთ ბოღმის ბუშტები არიან)))))
gurami
02 თებერვალი 2016 11:11
0
ლიპარტელიანს არ უგინებია ჭრიკიშვილმა აგინა და არც ამას გაუპროტესტებია დიდად.

რაო ამ ეტაპზე არ მიდიხართოო? აბა რომელ ეტაპზე მიდიხარ? უმადურობასაც აქვს საზღვარი

წადი წადი ! ლიპარტელიანი კიარა ტედი რინერი რომ იყო ეგეთი არავის ჭირდები არც შენ და არც ჭრიკიშვილი.
თუმცა ტედი რინერი მაგიტომაცაა ტედი რინერი რომ თქვენგან განსხვავებით უკადრებელს არ იკადრებს (ტიტულებს რომ თავი დავანებოთ)
იპპონ
02 თებერვალი 2016 11:11
0
ზუსტად რომ პარიზის გრანპრი და ოლიმპიადა რომ გველის,სწორედ მაშინ არ უნდა გაეკეთებინა ზვიადაურს აშკარად სულელური და ბანაკებად დამყოფი განცხადებები.ბევრი კარგად მიხვდა რისთვისაც იყო გამიზნული მისი განცხადება,თან მიანიშნა რომ ოცნების მხარდაჭერა აქვს.არაა ლამაზი ასეთი საქციელი ამ სპორტის სახეობაში.მიბაძონ მორაგბეებს,განა რაგბის ფედერაციაში პრობლემები არ იყო,მაგრამ ამბიციებზე მაღლა დადგნენ
levan
02 თებერვალი 2016 10:23
0
არ ვიცი შეიძლება მართლაც აქვს ქევხიშვილს კომუნიკაციის პრობლემა ნაკტების წევრებთან მაგრამ ერღერთი ყველაზე საქმიანი და ინიციატივიანი პრეზიდენტი(ფედერაციის) რომაა საქართველოში არ უნდა ამასა მტკიცება. რაც შეეხება ნაკრების წევრებს, მათ აქვთ 1- ქართულ რეალობასთან მორგებული საკმაოდ მაღალი ხელფასები. 2- საშუალოზე უკეთესი სავარჯიშო პირობები(ნუ გვცივაო სისულელეა უბრალოდ), 3-საერთაშორისო ტურნირებსა თუ შეკრებებზე შეუზღუდავი, ულიმიტო მოგზაურობები, და ა. შ. რაც მათ არ აქვთ ეს არის ინტელექტი, ძალიან ადვილი სამართავნი არიან თუ შეპირდები ფოჩიან კამფეტებს. სამწუხაროა ძალიოან მაგრამ ესაა სიმართლე.
goga
02 თებერვალი 2016 10:02
0
აპატიე და კიდე შეგაგინებს! უმადური არც ჩვენი გვინდა და არც სხვისი, ვაპატიო რა პატარა ბიჭია? თუ იპონისგან ტვინი გამოულაყდა? შენ აპატიე გულითადი მოკითხვა სხვას კი გვაცალე სათმელი გვაქ
ვაზა
01 თებერვალი 2016 23:37
0
პირველ რიგში იმას აღვნიშნავ რომ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს აქ უმრავლესობის კომენტარები გადაჭარბებულია. არ შეიძლება სპორტსმენებს მივაყენოთ ამხელა ფსიქოლოგიური ზიანი, რატომ არ ფიქრობთ იმაზე რომ კვირის ბოლოს პარიზის გრანპრი ხოლო ზაფხულში ოლიმპიადა ელით? კარგით ვთქვათ მართლა დაწერა ავთომ ის პოსტი ამის გამო უნდა ჩავქოლოთ? თუ ყური ავუწიოთ? ყველა ადამიანები ვართ და შეცდომასაც ყველა ვუშვებთ. გაბრაზებულ გულზე შეიძება ისეთი რამ დავწეროთ და ვთქვათ რომ მერე ჩვენვე ვინანოთ.
პირადად ვიცნობ ავთოს და შემიძია თავი დავდო რომ იგი გულშემატკივარს არასდროს შეაგინებს, პირიქით ყველა გულშემატკივარი უყვარს და უდიდეს პატივს სცემს. ეს იყო შეცდომა რომელზეც თვალის დახუჭვა ძალიან მარტივად შეგვიძლია.
ჩემი მოკრძალებული და უდიდესი თხოვნა იქნება რომ თავი შევიკავოთ ადამიანის გულის ტკენისგან. მითუმეტეს დაუმსახურებელი გულის ტკენისგან.
რაც შეეხება სხვა ქვეყანაშ წასვლას მრავალი წელია ამ ბიჭებს შემოთავაზებები აქვთ და არსად წასულან და ამის სურვილი რომ ქონოდათ ყოველგვარი პოსტის გარეშე გააკეთებდნენ. ვიცი რასაც გრძნობენ ეს ბიჭები და უმორჩილესად გთხოვთ რომ "ყოველი სიტყვა ავწონოთ ისე სხვისი სული არ დავაზიანოთ"
და ამ ყველაფერს ისე ნუ ვიგებთ როგორც დაგვიხატეს.
დაპირისპირება უნდა დასრულდეს. :)
ბიჭებს კი კიდევ ერთხელ ვეტყვი თქვენ უმაგრესი ადამიანები და უმაგრესი კაცები ხართ და აკეტეთ თქვენი საქმე. ერთი-ორი თუ ვერა ღმერთი, სამშობლო და ჩვენ ვხედავთ.
წარმატებები რიოს ოლიმპიადაზე.
პ.ს. რაც შეეხება ფედერაციას ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი თუმცა ის ვიცი რომ პრეზიდენტი უზომოდ კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვვარ ეს აგორებული სკანდალიც ვიღაცეების მიერ კარგად დაგეგმილი შავიპიარია რომელმაც სამწუხაროდ უამრავი ადამიანი ჩაითრია ნებსით და უნებლიეთ.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ბიჭებს და მათ ფსიქიკას გავუფრთხილდეთ.
პატივისცემით ნიკოლოზ გურინი. ;)
Nikoloz Guirni
01 თებერვალი 2016 22:43
0
სათქმელი თქვეს და არავინ მოუსმინა იმ ფედერაციაში ვერ გაიგეთ თუ არ გინდათ რო გაიგოთ?! ქევხიშვილი კიდევ იმიტომ არ რთავს იმ გათბობას ისე როგორც საჭიროა რომ იმ პლეხანოვის დარბაზის ქირაობა უნდა ალბათ რამე ინტერესები აქვს ხალხო რა ვერ გაიგეთ სულ პლეხანოვის დარბაზზე რომ ლაპარაკობს ამას რა მიხვედრა უნდა?!
დაითი
01 თებერვალი 2016 22:38
0

სიახლეები პოპულარული