ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ ზურაბ ზვიადაურის განცხადებას გამოეხმაურა.

ზვიადაურის თქმით, ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი გვითხრა:


"რა უნდა ვთქვა, თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა. რაც შეეხება პირობებს, არასოდეს არ ჰქონია საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ისეთი პირობები, როგორიც დღეს აქვს.

თუ გამომდინარე დიდი ყინვებიდან, ყოველთვის არ არის ის ტემპერატურა, რაც უნდა იყოს, ეს
ალბათ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის არის ის ტემპერატურა, რომ მათ ვარჯიშში ხელი არ შეეშალოთ. ზვიადაურის მხრიდან ბრალდებები უსაფუძვლოა", - გვითხრა ქევხიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
წარმატებები დავით, ვიცი ვერაფერი დაგაკლდებაა ასეთი გაუსგან
ippon
02:31 29-01-2016
1
უამრავი ახალგაზდა სპორცმენის გამფუჭებელს ვურჩევ ერთი ადგილი დააყენოს და ნუ ამოქოქა თავისი გაუნათლებელი, ვაი პარლამენტარ სპორტისკომიტეტი წევრი მარიონეტები..... გულს ნუ გაგიხეთქავთ დღევანდელი ფედერაციის პრეზიდენტის წარმატება და მისი განათლების ძიუდოსთვის სასარგებლოდ გამოყენება... წარმატებები დავით
ippon
02:29 29-01-2016
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული