ვალერი ლიპარტელიანი: ის, რომ თითქოს ქომაგებს ვაგინეთ, სრული აბსურდია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტაანმა ვალერი ლიპარტელიანმა ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს სამყაროში სიტუაციის დაძაბვა ზურაბ ზვიადაურის განცხადების შემდეგ დაიწყო.

შემდეგ კი არსებულ განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ.

Sportall.ge ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე გაესაუბრა.

- რეალურად, რატომ გაქვთ უთანხმოება ფედერაციასთან?
- პირადული უთანხმოება არავისთან გვაქვს. ზოგა
დად, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ბოლო პერიოდში და ზუსტად ამაზე გვქონდა საუბრები და ამას მოჰყვა ასეთი ამბავი.

- ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემის შესახებ ვიცით - გათბობა...
- გავნმარტავ: მხოლოდ გათბობაში არაა პრობლემა, სხვა უამრავი პრობლემაცაა.

- მაგალითად?
- მაგალითად, ურთიერთობა და დამოკიდებულება, თუმცა პრობლემებთან დაკავშირებით ბოლომდე დაკონკრეტება არ მსურს. ერთი ოჯახი ვართ, ყველასთვის პრობლემების გასაჯაროება არ ღირს, არ არის ლამაზი. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას და იმედი გვაქვს, ამ ყველაფერს მიექცევა ყურადღება და ზომებიც მიიღება.

- გავრცელდა ინფორმაციაც, სპორტსმენები სოციალურ ქსელში გულშემატკივარს აგინებდნენო...
- ის, რომ თითქოს სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვაგინეთ, სრული აბსურდია. ასეთი რამ არასდროს მოხდება. თუ ვინმეს სურს, რომ სპორტსმენებს ჩირქი მოსცხოს და ჩვენზე ხალხმა ცუდად იფიქროს, არ გამოუვა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საქართველო ვასახელოთ და ყოველთვის ქართველი ხალხის სამსახურში ვდგავართ.

თუ სოციალურ ქსელში ჩვენი მხრიდან იყო ოდნავ რამე გადამეტებული, მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ იქნებოდა, ვისაც შეუძლია ამ სიტუაციის გამოსწორება და ამას არ აკეთებს.

- შენი მხრიდან კი საუბარი სხვა ქვეყანაში წასვლაზე იყო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- მე ვთქვი, რომ ისეთ პირობებს უქმნიან სპორტსმენებს, წასვლა მოგინდება, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე გვაფიქრებენ-მეთქი ამას, თორემ მაგაზე არ ვფიქრობთ. სხვათა შორის, შემოთავაზება ძალიან ბევრი იყო და ახლაც არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით და ვამბობთ ამ ეტაპზეც.

- ევროპულ ქვეყნებზეა საუბარი?
- მაგას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა - შემოთავაზება ბევრია. ყველა სპორტსმენს შეუძლია, რომელიმე შემოთავაზების მიღება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვაკეთებთ ამას იმის გამო, რომ ჩვენ ქართველი გულშემატკივარი გვყავს და, შეძლებისდაგვარად, მათ გახარებას ვცდილობთ.

ვისაც არ უხარია და არ სურს ძიუდო წარმატებული იყოს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა.

- ანუ, კონკრეტულად, რომელიმე პიროვნების წინააღმდეგი არ ხართ?
- კიდევ ერთხელ ვუსვამ ამას ხაზს: პირადად არავისთან დაპირისპირება არ გვაქვს. ეს არის ქვეყნის სახეობა, ქვეყნის სპორტი და ამ სპორტს ვინც ნორმალურად არ მიხედავს, იმ ადამიანის ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის ვერ მუშაობს და ვერ აკეთებს თავის საქმეს. ყოველთვის ვიტყვით, რომ ეს ასე არ არის.

ასევე იხილეთ:
ქევხიშვილი ზვიადაურზე: თავში აქვს ეტყობა მაგას პრობლემა

მართლა ყინავს თუ არა ძიუდოს აკადემიაში? "ლელო" დარბაზს ესტუმრა

ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა
მკითხველის კომენტარები / 68 /
ვარლამთან რა პრეტენზიებია, ვერ გავიგე. ამ კაცს ისეთი არაფერი უკადრია. რაც შეეხება კრიჭაშეკრულიშვილს თუ კრიჭაშვილს (ენა მომტყდა), ის მაგრად ჩაიჭრა. პირველ რიგში, ძიუდოს მოყვარულთა მიმართებაში. ასე არაა ზმაო. თუ კაცობას დაკარგავ, შენი ტიტულები ერთ ადგილზე აიფარე და ააფარე შენს კუმირს, ზვიადაურს, რომლის სინდისზეც არის ის, რაც ახლა ხდება.
berdo
02 თებერვალი 2016 15:36
0
არაა ძიუდოისტების თემასთან მოსატანი! იმ ხალხს(მცირე გამონაკლისის გარდა) ასარჩევად არ ჰქონდა საქმე და მითუმეტეს, სამშობლოს სახელით დროშის და ჰიმნის აღმართვის შესაძლებლობა. ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებიათ ასეთ შანსზე და არაა საჭირო, უხერხულიც კია, ამ თემის წამოწევა!
თუ ვინმეს ოჯახის წევრი გაჭირვების გამო წასულია უცხოეთში,
02 თებერვალი 2016 15:33
0
თქვენი "ლოგიკით"- თუ სხვები (შესაძლოა!) არ ვარგა, არის ვინმეს გამართლება? სიმართლე ისაა, რომ რაც არ უნდა გაწყენინონ, სამშობლო ე რ თ ი ა (!), სამშობლოს არ ეჯიბრებიან და ყველა ნორმალური ქართველი ამ ბიჭებს გულშემატკივრობს(!), ოღონდ, სანამ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს სახელით გამოდის.
simartle-ს და ყველა მის გამმართლებელს(თუ თვითონვე არ "პოსტავს" თავის თავზე).
02 თებერვალი 2016 15:27
0
დედები და ოჯახის წევრები თუ უცხო ქვეყანაში შრომობენ ეს სამშობლოს ღალატი არ არის, სამშობლოს ღალატია როცა სამშობლო გაძლევს ყველაფერს სახელს დიდებას კარიერას და მერე ყიდი ამ ყველაფერს! და საფუძველველად უსუსურ ბრალდებებს უდებ! მოღალატეა ილია ილიადისი და ძმანი მისნი.
simartle-ს
02 თებერვალი 2016 15:27
0
ნაცების დროს არც დარბაზი გქონდათ და არც გათბობა რატომ მაშინ არ მოინდომეთ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა ხმა არავის ამოგიღიათ
salo
02 თებერვალი 2016 15:09
0
აქამდე კარგი იყო ქევხიშვილი ეხლა აღარ მოგწონთ ზვიადაურს რომ მოუნდა პრეზიდენტობა
სალო
02 თებერვალი 2016 15:05
0
simartle-s. 100% გეთანხმები.
lelo
02 თებერვალი 2016 14:48
0
გეთანხმებით, რომ კაპიტალიზმის ეპოქაში ყველაფრის გაყიდვა შეიძლება მათ შორის საკუთარი მშობლის, ხოდა გაყიდეთ კაპიტალისტებო!თქვენ ეს ქვეყანა სასათბურე პირობებისთვის გინდათ! ამ ქვეყანაში ისწავლეთ ყველაფერი და შემდეგ სხვას უნდა მოახმაროთ?! დღეს შეიძლება ბევრმა ზედაპირული მიდგომების შედეგად გაგამართლოთ მაგრამ ისტორია გაგამტყუნებთ.
urg
02 თებერვალი 2016 14:31
0
ვგულშემატკივრობთ ს ა ქ ა რ თ ვ ე ო ს სახელით მოასპარეზეს, თუნდაც ბრაზილიელი იყოს... თუ ვინმე სხვა ქვეყნის სახელით, მით უმეტეს, შეცვლილი- არაქართული გვარ/სახელით გამოვა ჩვენთვის/საქარველოსთვის/ დაკარგულია. თუ გაიმარჯვებს(ოღონდ არა საქარტველოს წარმომადგენელთან) ალბათ არ გვეწყინება, ზოგჯერ ვუგულშემატკივრებთ, მაგრამ... სამშობლო! ჰიმნი! დროშა!
პირადად მე და ჩემი ყველა ახლობელი -
02 თებერვალი 2016 14:15
0
ვინ სთავაზობს მილიონებს ერთი ეგეც გვითხარი. ძიუდოში მილიონები არ იშოვება და ჩვენი ღარიბი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია თავისი ძიუდოისტების მიმართ. ასე რომ ზღაპრებს ნუ ყვებით მილიონებიანი შემოთავაზებების შესახებ. ეგ არის ტყუილი. მაგდენ ფულს არავინ იხდის ძიუდოში.
fraternity
02 თებერვალი 2016 14:13
0

სიახლეები პოპულარული