მატიაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში იაპონელ ჰისაოში ჰარასავასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდა და 4 გაფრთხილებით (წითელი) დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ბოლო დღეს პარიზის გრანდ-სლემზე ოქროს მედალი ჯერ ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა, შემდეგ კი ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.