ვალერი ლიპარტელიანი: ბოდიშს გიხდით დაშვებული უაზრო შეცდომისთვის

AutoSharing Option
გუშინ, 7 თებერვალს, პარიზის გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (90) სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პარიზის გრანდ-სლემი: ოქრო და ახალი ილეთი ჭრიკიშვილისგან! [VIDEO]

"ძალიან დიდი მადლობა ყველას მილოცვისთვის, გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენი ასეთი გვერდში დგომა ყოველთვის ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს.
მსურს ბოდიში მოგიხადოთ დაშვებული უაზრო შეცდომისთვის. მეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ კარგი გაკვეთილი იქნება ეს ჩემთვის.

ისე კი, ბევრმა გადარჩენაც კი მომილოცა იმ გდების მერე. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა", - წერს ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ-სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნამდვილი რაინდები ხართ შენ და ავთო-გაიხარეთ
მურთაზი
20:50 08-02-2016
0
ბიჭებო, დიდი მადლობა გახარებისათვის!!! იმედი მაქვს, ოლიმპადაზე მეტად გაგვახარებთ. მთავარია, ინტრიგანებს ყურიც არ ათხოვოთ. ყველაფერი კარგად იქნება.
tngh
22:10 08-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული