ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

AutoSharing Option
ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ-სლემზე გამარჯვების შემდეგ საერთო რეიტინგში ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო.

ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერს 3000 ქულა აქვს. თავის წონაში კი ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე იმყოფება, მსგავსი შედეგი ჭრიკიშვილს შარშანაც ჰქონდა.

ასევე საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი. 31-ე ადგილს იკავებს ბექა ღვინიაშვილი, 34-ეა ამირან პაპინაშვილი, 41-ე - ნუგზარ ტატალაშვილი
და 44-ე - ადამ ოქრუაშვილი. სხვა ქართველი ძიუდოისტები 50-ეულში არ არიან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაჯახით დასდევს იუმორიო ამაზეა ნათქვამი.
fraternity
11:43 10-02-2016
0
ქართველს ქართული გვარის წარმოთქმისას ენა არ მოტყდება ასე რომ გაეშვით "მახვილგონიერების" დემონსტრირებას.
გერა
11:31 10-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული