ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

AutoSharing Option
ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ-სლემზე გამარჯვების შემდეგ საერთო რეიტინგში ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო.

ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერს 3000 ქულა აქვს. თავის წონაში კი ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე იმყოფება, მსგავსი შედეგი ჭრიკიშვილს შარშანაც ჰქონდა.

ასევე საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი. 31-ე ადგილს იკავებს ბექა ღვინიაშვილი, 34-ეა ამირან პაპინაშვილი, 41-ე - ნუგზარ ტატალაშვილი
და 44-ე - ადამ ოქრუაშვილი. სხვა ქართველი ძიუდოისტები 50-ეულში არ არიან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაჯახით დასდევს იუმორიო ამაზეა ნათქვამი.
fraternity
10 თებერვალი 2016 11:43
0
ქართველს ქართული გვარის წარმოთქმისას ენა არ მოტყდება ასე რომ გაეშვით "მახვილგონიერების" დემონსტრირებას.
გერა
10 თებერვალი 2016 11:31
0
ყოჩაღ ბიჭო, გაუმრავლდი დედაშენს და შენს ქვეყანას........
lia
10 თებერვალი 2016 00:42
0
მომტყდა ენა ამ სახელოვანი ძიუდოუსტის გვარის გამო. ხომ არ აჯობებდა გვარი ჭრიკიშვილი, ჭრელაშვილით შეეცვალა? გაცილებით იოლად წარმოითქმის. ან დედის გვარზე გადავიდეს თუ კარგი წარმოსათქმელია. სადაური ფუძეა?
დიტო ეზაკელი
09 თებერვალი 2016 17:56
0
ფოთელს! ჭკვიანი ბიჭი ხარ.Fოთს ბევრი შეუძლია ფეხბურთი Fოთის ნავსადგურიდან შემოვიდა საქართველოში.გ ა ვ ხ ა დ ო თ ჭიდაობები-მათ შორის ძიუდოც და ცურვები-აკადემიური ნიჩბოსნობითურთ კვლავ ე რ ო ვ ნ უ ლ ა დ მასიური!!! კვლავ დავაბრუნოთ სულით და აღნაგობით ათლეტი-ლამაზი ქართველები.გახადეთ მასიური ქვეყნის "მამა მარჩენლებო"მსახურნო ხალხის ა-მთავრობაში,ძიუდო და ნიჩბოსნობა!!!!
Euroрe
09 თებერვალი 2016 16:09
0
გახადეთ მასობრივი ძიუდო და ნიჩბოსნობა.
ფოთი
09 თებერვალი 2016 15:22
0
"ძალიან სასიხარულო ამბავია, ვულოცავ ჭრიკიშვილს და ყველა ბალეშიკს, ასევე ვუსურვებდი რომ .........................!"
-ეს რა კომენტარია? რაოდენ " .... უნდა იყო, რომ ასეთი კომენტარი დაწერო!!!
shoda
09 თებერვალი 2016 12:23
0
ღვინიაშვილი გაცილებით წინ იქნებოდა რეიტინგში, ძიგარო კანოს ტურნირზე და პარიზშიც თავის წონაში რომ გამოსულიყო, თავი დაანებეთ ექსპერიმენტებს და ნუ დაღუპავთ უნიჭიერეს ტაისონას.
ასეა ეს
09 თებერვალი 2016 12:06
0
ძალიან მაგარიაა!!!!! წარმატებებისულ!
qartveli
09 თებერვალი 2016 12:00
0
ძალიან სასიხარულო ამბავია, ვულოცავ ჭრიკიშვილს და ყველა ბალეშიკს, ასევე ვუსურვებდი რომ ......... !
Geo
09 თებერვალი 2016 11:27
0

სიახლეები პოპულარული