თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ფინალური ბლოკი სტარტს 17:00 სთ-იდან აიღებს.
მარგველაშვილმა პირველ წრეში საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულაიმან ჰამადს სუფთად აჯობა, შემდეგ კი უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას იპონით მოუგო. ამის შემდეგ ვაჟამ იპონითვე ჩამოიცილა გზიდან თურქი სინან სანდალი და ებრაელი ტალ ფლიკერი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ ფაბიო ბასილეს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონი და
რაც შეეხება ჯანაშვილის გამოსვლას, მარიამი ბრინჯაოსთვის სამხრეთკორეელ მი-რი კიმს დაუპირისპირდება.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლები დათმეს ირაკლი კუპატაძემ, ლუხუმ ჩხვიმიანმა და ივანე ჯავახიშვილმა. 66-ში კი სასტარტო შეხვედრები გელა კეხილაშვილმა, გიორგი გუგულაშვილმა და ბექა შავდათუაშვილმა წააგეს.
ქალთა ტურნირში დღეს ჩვენგან 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ციხელაშვილმაც იჭიდავა, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.