თბილისის გრან-პრიზე ოქროს მედლისთვის ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 25 მარტს, თბილისში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონობისთვის ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ-მდე), ხოლო ბრინჯაოსთვის ამირან პაპინაშვილი (-60) და მარიამ ჯანაშვილი (52) იბრძოლებენ.

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ფინალური ბლოკი სტარტს 17:00 სთ-იდან აიღებს.

მარგველაშვილმა პირველ წრეში საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულაიმან ჰამადს სუფთად აჯობა, შემდეგ კი უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას იპონით მოუგო. ამის შემდეგ ვაჟამ იპონითვე ჩამოიცილა გზიდან თურქი სინან სანდალი და ებრაელი ტალ ფლიკერი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ ფაბიო ბასილეს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონი და
მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი პაპინაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც უკრაინელ დენის ბილიჩენკოს სძლია, თუმცა შემდეგ ყირგიზ ოთარ ბესტევთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ამირანი თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეკირ ოზლუს, იმავე ბეთქილ შუკვანს შეხვდება.

რაც შეეხება ჯანაშვილის გამოსვლას, მარიამი ბრინჯაოსთვის სამხრეთკორეელ მი-რი კიმს დაუპირისპირდება.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლები დათმეს ირაკლი კუპატაძემ, ლუხუმ ჩხვიმიანმა და ივანე ჯავახიშვილმა. 66-ში კი სასტარტო შეხვედრები გელა კეხილაშვილმა, გიორგი გუგულაშვილმა და ბექა შავდათუაშვილმა წააგეს.

ქალთა ტურნირში დღეს ჩვენგან 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ციხელაშვილმაც იჭიდავა, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შანსი არ აქვს კი არა ჩათვალე რომ დღეს გაინაღდა უკვე ოლიმპიადა.
fraternity
25 მარტი 2016 19:30
0
ვაჟას, ოლიმპიადის ლიცენზიის შანსი არ აქვს?
საბა
25 მარტი 2016 18:33
0
ეს ის ბეთქილ შუკვანია ჯერ ლონდონიდან რომ გამოიქცა, მერე აზერბაიჯანში გაიქცა და ახლა თურქეთსია გაქცეულა და ვინაობაც შეუცვლია. საკითხავია, რელიგიაც სახელისა და გვარის (ბეკირ ოზლუ) შესაბამისი აქს? ანუ გამუსლუმანებულია?
mamluqi
25 მარტი 2016 17:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული