საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ათენში, "ილიადისის თასზე" გამოვა

AutoSharing Option
ათენში, "ილიადისის თასზე" საჭიდაოდ გაემგზავრა ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც მათთვის ამ ტრადიციულ ტურნირზე გაფართოებული შემადგენლობით გამოვიდა: ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის სამწვრთნელო დუეტი იქ გამოცდის საქართველოს ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მედალოსანს, ანუ 28-ვე პრიზიორს.

ამასთან, კიდევ 5 ანგარიშგასაწევ სპორტსმენს ამატებენ, ძირითადად - ჭაბუკთა ნაკრებიდან, ან ისეთებს, რომლებიც მიზეზთა გამო ვერ მოხვდნენ ქვეყნის მედალოსნებში: ივანე ხუბაშვილი (60), სოლომონ დუდაშვილი (73), ნიკა სიდამონიძე, გოგა ქევხიშვილი (ორივე - 81), ჯაბა მუმლაძე (100) და გელა ზაალიშვილი (+90). საკუთარი ხარჯით კიდევ 5 სპორტსმენი მიდის.

მწვრთნელებს არ
მიჰყავთ შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორები, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მედალოსნები: ირაკლი კუპატაძე (55), თორნიკე ნაგლიაშვილი (60), გიორგი კაციაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი (ორი - 73). ისინი ინდივიდუალური გეგმით ემზადებიან.

ათენში ოთხი მონაწილე გოგონების ტურნირშიც გვეყოლება: სალომე მარგიანი (48), ხატია ჯანაშვილი (57), ელისო სისაური და ნია ნატროშვილი (ორივე - 70).

რაც შეეხებათ გოგონების ლიდერებს, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52) წლეულს ახალგაზრდებში კი გადმოვიდა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, ხოლო ამ ასაკში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52) უფროსთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სხვა გეგმით ვარჯიშობს. მალე ისევ ევროპაში ერთობლივ კემპზე გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის 1999წლიანია და ჭაბუკებში გამოდის ჯერ
sads
17:21 01-04-2016
0
gogoebshi is liparteluani roiyo sad wavida?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული