სამსუნის გრან-პრი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს, პირველის მსგავსად, წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

ჩვენი ხუთი მონაწილიდან 1/4-ფინალამდე მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილმა (-81) მიაღწია, რომელიც სამხრეთკორეელთა მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმს ვერ გაუმკლავდა.

სამსუნში სტარტზევე დათმეს თავ-თავიანთი შეხვედრები ზვიად კაპანაძემ, ფრიდონ გიგანმა (ორივე -73), ლევან გუგავამ (-81) და ესტერ სტამმა (ქალები, -70).

ამ დრომდე სამსუნის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალია. ტურნირის პირველ დღეს წარუმატებლად ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) და ბექა შავდათუაშვილმა (-66) იასპარეზეს.

სამსუნის გრან-პრი ხვალ, 3 აპრილს დასრულდება.
ჩვენგან მედლების მოპოვებას შეეცდებიან: ნოდარ ბერიანი, უშანგი მარგიანი (-90), ბექა ღვინიაშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100) და ირინე ლეონიძე (+78).

ასევე იხილეთ:
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბექა-ოქრო, ლევანა-ვერცხლი,ადამა-ბრინჯაო... ....
რომან
19:54 03-04-2016
0
შეხვედრებს უყურეთ და ისე წერეთ!!!! პაპუნაშვილი კორეელთან მოხსნეს ხელზე აკრძალული ილეთის გაკეთების გამო და დოსკვალიფიკაცია მისცეს. ამიტომ ვერ იჭიდავა დამამშვიდებელში დე ვიტთან! მერამდენედ აკეთებთ უკვე ასე?
ფრანიო
16:20 02-04-2016
0

სიახლეები პოპულარული