სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა

AutoSharing Option
1-ელ აპრილს, თურქეთის ქალაქ სამსუნში "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება ძიუდოში, რომელშიც საქართველოდან 14 მონაწილე იასპარეზებს - 12 ვაჟი და 2 ქალი.

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე წრეში საკმაოდ ძლიერ ფრანგ ვალიდე ხიარის შეხვდება, ამავე ჯგუფში კი არიან ჩვენი ტურნირის უზბეკი გამარჯვებული დიორბეკ უროზბოევი და მასპინძელთა ქართველი ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი).

ტურნირში პირველი წრიდან ჩაებმება ბექა შავდათუაშვილიც (66) - პოლონელ მიხალ ბარტუსიკს დაეჭიდება. ამათში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ჩინელ დუანბინ მას ხვდება. ზოგადად, ეს არაა მაინცდამაინც ძლიერი ჯგუფი - ტიტულოვანი მხოლოდ იტალიელი მსოფლიოს
ჩემპიონი ელიო ვერდეა, თუმცა იმანაც ქვედა წონაში მოიპოვა ეს ჯილდო შორეულ 2009 წელს და თან მას მერე წარმატებაც დაუძვირდა, ამასთან, ასაკშიცაა. ჯგუფის ფავორიტი ბელორუსი დმიტრი შერშანია, ვინც ნამდვილად არ მიეკუთვნება წონის ლიდერებს.

73-ში ზვიად კაპანაძე თბილისის ტურნირიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობ შვედ ტომი მაკიასს ხვდება პირდაპირ მეორე წრეში, ჯგუფში კი მონღოლთა ოლიმპიური პრიზიორი ნიამ ოშირ-საინჯარგალი ჰყავს.

ამ წონაში ორი ფალავნით ვართ წარმოდგენილნი და ჩვენი მეორე ათლეტიც, თბილისის ტურნირის მესამე პრიზიორი ფრიდონ გიგანიც მეორე ეტაპზეა დაშვებული, სადაც კვიპროსელ ანდრეას კრასასს დაეჭიდება. აი, მესამე წრეში მას ჰოლანდიელთა მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან დექს ელმონტს, რუსთა ახალგაზრდა ტალანტ საიან ონდარსა და პორტუგალიელ ნუნო სარაივას შორის ერთ-ერთი ეყოლება მეტოქედ.

81 კილოგრამშიც ორი მონაწილე გვყავს. გიორგი პაპუნაშვილი სამხრეთკორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯაე-ბუმ კიმსა და ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან მოხვდა ჯგუფში, თუმცა მანამდე ესპანელ შალვა ყალაბეგაშვილთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ჩვენი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლევან გუგავა პირველ შეხვედრას ისევ თურქეთის სახელით მოასპარეზე ემირან იუსელთან (იანვარაშვილი) ჩაატარებს, ვისაც წინა შაბათს თბილისში ჩინებულად მოუგო. ამ ჯგუფის ფავორიტი მოლდოვური წარმომავლობის საუდის არაბეთის ფალავანი, ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი სერგიუ ტომაა.

90-შიც ორი ძიუდოისტი გვყავს. ნოდარ ბერიანი მეორე წრეშია დაშვებული, სადაც შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს შეხვდება, მანამდე კი უშანგი მარგიანი ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკასთან იჭიდავებს.

არ გაუმართლა ოლიმპიური ქულების მაძიებელ ბექა ღვინიაშვილს (100) - მეორე წრეშივე რეიტინგის აზერბაიჯანელი ლიდერი ელმარ გასიმოვი ელოდება, იქამდე მისვლა კი არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მანამდე თურქი ენეს ტატარი ელოდება.

მონაწილეთა შორის ისევ გამოჩნდა ალექსანდრე მსხალაძე, ვინც პირველ წრეში ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინს დაეჭიდება.

მძიმე წონაში ასევე არის ლევან მატიაშვილი - ის მესამე წრეშია დაშვებული, სადაც უცნობი თურქი ფეიაზ იაზიჩი ელოდება.

ადამ ოქრუაშვილი
თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი ყაზახი იერჟან შინკეიევისა და მასპინძელი ალი სოილერის პაექრობაში გაირკვევა.

ქალებში ესტერ სტამიც (70) მესამე წრეშია დაშვებული, იქამდე მისასვლელად კი ერთმანეთში შვეიცარიელი ჟულიანე რობრა და უზბეკი გულნოზა მატნიაზოვა ერთმანეთში იჭიდავებენ.

ირინე ლეონიძე (+78) დასაწყისშივე კორეელ ჯუიონ კიმს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვის არ გაუმართლა?
Vakhtangi
12:26 03-04-2016
0
Gასიმოვი მართლა ძალიან ძლიერია და ცუდია რომ მეორე წრეშივე ბექას დაეჯახა!არც იმას გაუმართლა, გვარიანად აანერვიულებდა ეს ფაქტი და იმედია საფუძვლიანადაც.ბისულტანოვს კი გამოუყვანა წირვა და თუ მაგასაც მიაყოლებს მაგარი იქნება ძაან.შავდათუაშვილმა რო მოიგოს კაი იქნება ჩემი აზრით ტატალაშვილს სჯობნის და ოლიმპიადაზე ლაშა უნდა წაიყვანონ.უფრო ლამაზადაც ჭიდაობს.ყველას წარმატებები!
zviad
15:36 01-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული