ქალ ძიუდოისტთა ნაკრებმა ჭაბუკთა ევროპის თასი 1 მედლით დაასრულა

AutoSharing Option
გოგონების ძიუდოისტთა 10-კაციანმა ნაკრებმა განვლილ შაბათ-კვირას ჩეხურ ტეპლიცეში ჭაბუკთა ევროპის თასზე იჭიდავა და ხელცარიელიც არ დარჩენილა - 1 ბრინჯაო მოიპოვა, რაც მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილის მონაგარია. დანარჩენებიდან მედალს მხოლოდ ევროპული ფესტივალის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანი (57) მიუახლოვდა, თუმცა მეშვიდეზე დარჩა.

სომხიშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ხორვატ ნინა იურიჩს წმინდად მოუგო. ის გერმანელ ჰანა პოლვაგესაც ამარცხებდა იუკოთი, მაგრამ გაფრთხილებებით მოხსნეს. ჩვენებურმა დამამშვიდებელში სამი პაექრობა გამართა და ყველა წმინდად მოიგო - ბელორუს დანა სავოშანკასთან, პოლონელ კინგა ვოლცზაკთან და იტალიელ ანალისა კალაგრეტისთან.

ამავე წონაში
- +70-ში იჭიდავა მარიამ ცერცვაძემაც, ვინც შიდა ტურნირებზე გამოიჩინა თავი, მაგრამ გმოუცდელობამ დააღალატა - უნგრელი პეტრა ფარაგო არ გამოუცხადდა, ხოლო ხორვატ ჰელენა ვუკოვიჩთან დამარცხდა და გავარდა.

ქვეჯგუფში ზუსტად სომხიშვილის მსგავსი გზა გაიარა კიდევ სამმა ჩვენებურმა: ლიპარტელიანმა, ევროპული ფესტივალის მესამეპრიზიორმა ნატალია ყიფშიძემ (48) და ევროპაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავებმა ნინო მგელაძემ (52), ანუ პირველ წრეში სამივე ისვენებდა, მეორეში ყველამ გაიმარჯვა და მესამეში წააგეს. განსხვავება მხოლოდ დამამშვიდებელ წრეშია, სადაც ყველა ვერ მივიდა ბოლომდე. ლიპარტელიანმა წმინდად აჯობა ბრიტანელ ჯოსიე სტელეს და დამარცხდა გერმანელ ანა შნაიდერთან. სანუგეშოში მოიგო ორი შეხვედრა - იტალიელ ირენე პედროტისთან და უნგრელ ნორა სილისთან, ტურნირზე გამოსვლა კი პოლონელ ანგელიკა ზიმანსკასთან მარცხით დაასრულა.

ყიფშიძემ მაკედონიელი აბრეშა რექსეპი დააიპონა და დამარცხდა უნგრელ ესტერ ჰაჯდუსთან, ხოლო მგელაძე აზერბაიჯანელ ფარიდა საფაროვასთან დამარცხდა, თუმცა მანამდე გერმანელ ანიკა ვიურფელს აჯობა.

ევროპის მესამეპრიზიორი თამარ ჭანტურია ამჯერად ზედა წონაში - 63-ში მოგვევლინა, სადაც ქვეჯგუფში ორი პაექრობა მოიგო - უკრაინელი სოფია პოტარჩუკი და გერმანელი ლენა კონსოლკე დააიპონა, მაგრამ გამოვარდა გერმანელ დენა როლისთან მარცხით.

ტეპლიცეში ჩვენგან ანა ხუნჭუა (52), ელენე ბებოშვილი, თინათინ რევაზიშვილი (ორივე - 57) და სალომე მჭედლიშვილიც (70) ჭიდაობდნენ, მაგრამ პირველივე შეხვედრები წააგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული