საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა

AutoSharing Option
გაირკვა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 21-24 აპრილს ყაზანში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს.

ამჯერად მწვრთნელებმა ყველა წონაში დააყენეს მონაწილე, რის გამოც მხოლოდ ორი წონა გააორეს.

სრული გუნდის წაყვანა მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ ორ პრობლემურ წონაში, სადაც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება - 66-სა და 100-ში, კანდიდატებს ექსტრა-ქულა სჭირდებოდათ, რასაც კონტინენტური პირველობები იძლევა.

ევროპის ჩემპიონატს, "ჩვეულებრივის" გარდა, ამჯერად ჩვენთვის ის დატვირთვაც ექნება, რომ საბოლოოდ ვინძლო სწორედ აქ გავინაღდოთ ბრაზილიის საგზურები.

განსაკუთრებით - 100 კილოგრამში, თორემ 66-ში ვაჟა მარგველაშვილს ბევრად
უფრო მყარი პოზიცია აქვს. თუმცა თათრეთში წარმატების შემთხვევაში მას, მედლის გარდა, განთესვის ზონაში შეღწევაც შეეძლება.

მწვრთნელებმა საოლიმპიადოდ არავინ დაასვენეს და ევროპირველობაზე საჭიდაოდ ყველა ლიდერს უხმეს. მათ გუნდური პირველობისთვის დამატებით ორი სარეზერვო მონაწილეც მიჰყავთ: გიორგი პაპუნაშვილი (81) და პაატა ღვინიაშვილი (90).

ყაზანში ოთხი მონაწილე ქალთა შორისაც გვეყოლება, თუმცა იმათმა დამრიგებელმა გია თენაძემ ეს ადრევე დააანონსა. მათ შორის იქნებიან მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70), რომლებიც ასევე იბრძვიან რიო დე ჟანეიროს საგზურებისთვის.

ყაზანში პირადი პირველობა სამ დღეზეა გადანაწილებული, მეოთხე - 24 აპრილი კი გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.

21 აპრილს პირადში ვაჟებიდან 60-66, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კილოგრამის წარმომადგენლები იასპარეზებენ. მეორე დღეს ვაჟებიდან 73-81-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან კი მედლების მოპოვებას 63 და 70-ის წარმომადგენლები შეეცდებიან. დანარჩენები 23-ში გამოვლენ.

ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
100 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალები
48 კგ. ოლგა ალადოშვილი
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. სალომე აბაშიძე
70 კგ. ესტერ სტამი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს სტამი რატოა ნაკრებში ვერ ვხვდები ამისი ვერც მოგებული ვნახე და ვერც ლამაზი ჭიდაობა, არც ახალგაზრდაა რომ მომავალზე იფიქრო. ჩვენ რომელიმე მოჭიდავეზე რომ დაამყნო მაინც არ მგონია რომ ნორმალური ნაყოფი მოგცეს :-)
Vakhtangi
16:07 20-04-2016
0
როგორც ვვარაუდობ (და ჩემს ვარაუდს ცნობილი ქართველი მკითხავები ლელა კაკულია, ი სარიშვილი, ირ ალასანია და გ თარგამაძე ეთანხმებიან) რიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები არნახულად ბევრ ოქროს მედალს აიღებენ; ტალახაძე, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, პეტრიაშვილი და ხინჩეგიშვილი; ამ ხუთეულიდან ოთხი აუცილებლად აიღებს ოქროს; (იქნებ მეხუთემაც) ერთი სიურპრიზი ოქროც გაგორდება ალბათ და ...
მერაბი გ.
05:27 20-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული