საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა

AutoSharing Option
გაირკვა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 21-24 აპრილს ყაზანში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს.

ამჯერად მწვრთნელებმა ყველა წონაში დააყენეს მონაწილე, რის გამოც მხოლოდ ორი წონა გააორეს.

სრული გუნდის წაყვანა მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ ორ პრობლემურ წონაში, სადაც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება - 66-სა და 100-ში, კანდიდატებს ექსტრა-ქულა სჭირდებოდათ, რასაც კონტინენტური პირველობები იძლევა.

ევროპის ჩემპიონატს, "ჩვეულებრივის" გარდა, ამჯერად ჩვენთვის ის დატვირთვაც ექნება, რომ საბოლოოდ ვინძლო სწორედ აქ გავინაღდოთ ბრაზილიის საგზურები.

განსაკუთრებით - 100 კილოგრამში, თორემ 66-ში ვაჟა მარგველაშვილს ბევრად
უფრო მყარი პოზიცია აქვს. თუმცა თათრეთში წარმატების შემთხვევაში მას, მედლის გარდა, განთესვის ზონაში შეღწევაც შეეძლება.

მწვრთნელებმა საოლიმპიადოდ არავინ დაასვენეს და ევროპირველობაზე საჭიდაოდ ყველა ლიდერს უხმეს. მათ გუნდური პირველობისთვის დამატებით ორი სარეზერვო მონაწილეც მიჰყავთ: გიორგი პაპუნაშვილი (81) და პაატა ღვინიაშვილი (90).

ყაზანში ოთხი მონაწილე ქალთა შორისაც გვეყოლება, თუმცა იმათმა დამრიგებელმა გია თენაძემ ეს ადრევე დააანონსა. მათ შორის იქნებიან მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70), რომლებიც ასევე იბრძვიან რიო დე ჟანეიროს საგზურებისთვის.

ყაზანში პირადი პირველობა სამ დღეზეა გადანაწილებული, მეოთხე - 24 აპრილი კი გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.

21 აპრილს პირადში ვაჟებიდან 60-66, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კილოგრამის წარმომადგენლები იასპარეზებენ. მეორე დღეს ვაჟებიდან 73-81-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან კი მედლების მოპოვებას 63 და 70-ის წარმომადგენლები შეეცდებიან. დანარჩენები 23-ში გამოვლენ.

ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
100 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალები
48 კგ. ოლგა ალადოშვილი
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. სალომე აბაშიძე
70 კგ. ესტერ სტამი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს სტამი რატოა ნაკრებში ვერ ვხვდები ამისი ვერც მოგებული ვნახე და ვერც ლამაზი ჭიდაობა, არც ახალგაზრდაა რომ მომავალზე იფიქრო. ჩვენ რომელიმე მოჭიდავეზე რომ დაამყნო მაინც არ მგონია რომ ნორმალური ნაყოფი მოგცეს :-)
Vakhtangi
20 აპრილი 2016 16:07
0
როგორც ვვარაუდობ (და ჩემს ვარაუდს ცნობილი ქართველი მკითხავები ლელა კაკულია, ი სარიშვილი, ირ ალასანია და გ თარგამაძე ეთანხმებიან) რიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები არნახულად ბევრ ოქროს მედალს აიღებენ; ტალახაძე, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, პეტრიაშვილი და ხინჩეგიშვილი; ამ ხუთეულიდან ოთხი აუცილებლად აიღებს ოქროს; (იქნებ მეხუთემაც) ერთი სიურპრიზი ოქროც გაგორდება ალბათ და ...
მერაბი გ.
20 აპრილი 2016 05:27
0
ადამ ლევან რინრერთან იპონი გვინდა. გოლიათბი ლომებს ომს ვერ უგებენ
vajiko
19 აპრილი 2016 21:21
0
ბექა რომ 90–ში დარჩენილიყო, მარტო ოლიმპიადაზეც გამოვიდოდა კი არა, განთესილიც იქნებოდა, –100–ში კი ვარლამიც შევიდოდა სალიცენზიო ზონაში და ოლიმპიადაზე მაგ წონაში ბექაზე უკეთესი შანსებიც ექნებოდა. მაინც აპირებს წონის შეცვლას და ცოტა ადრე ჯობდა გადასულიყო–თქო, მაგას ვამბობდი
მერაბი
19 აპრილი 2016 20:46
0
ყველაფერი არის სწორად დაგეგმილი,ბექა რომ არ გადასულიყო100-ში ოლიმპიადის გარეშე დარჩებოდა.ეხლა აქვს რეალური შანსი ,რაღა გინდათ?ოლიმპიადის მერე კიდევ შეიძლება წონების შეცვლაზე ლაპარაკი ჯობია დავაცადოთ...
nodiko
19 აპრილი 2016 20:09
0
მეც ვფიქრობ, რომ ბექას დატოვება ჯობდა 90–ში. ჯერ ერთი, ვარლამისგან განსხვავებით 100 კგ–სთვის ძალიან დაბალია და მეორეც, ვარლამი ამ ოლიმპიადის შემდეგ მაინც გადადის ზედა წონაში და შეიძლებოდა გუნდური ინტერესების გამო ეს ცოტა ადრეც გაეკეთებინა. ახლა თუ ვერცერთ მაგ წონაში ოქრო ვერ ავიღეთ, ჩემი აზრით მისი ბრალი იქნება ყველაფერი
მერაბი
19 აპრილი 2016 19:09
0
გიორგი, არ ჰქონდა ცოტა ქულა. კაი ხანი მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზე მიდიოდა და ახლაც ჯერ კიდევ მე-7 ადგილზეა (-100 კგ-ში - მხოლოდ 29-ე), არადა იმ წონაში შარშანდელი აგვისტოს, ანუ ყაზანის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ გამოსულა
მერაბი
19 აპრილი 2016 19:04
0
60-პაპინას ოქრო
66-მარგველას ფინალი
73-ქართული ფინალი
81-ჩირიკას ოქრო ყველა იპონით
90-ლიპოს ოქრო
100-ბექას ფინალი
+100-ლევანას ფინალი ადამას სამეული
მგონი რეალურია რას იტყვით?
Vakhtangi
19 აპრილი 2016 18:55
0
გიორგი-ს ბექას ორივე წონაში აქვს ლიცენზია
90 უფრო მეტი ქულა აქვს
Vakhtangi
19 აპრილი 2016 18:42
0
და, რომელ "წონაში" ხარ? რეაქციით, ქვემჩატე! :))))
ზაზა, არ ქ(მ)ნა ეგ! )))))))))
19 აპრილი 2016 17:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული