ყაზანის ევროპის ჩემპიონატი: ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66) ყაზანის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელარუსი დზმიტრი შერშანი იქნება.

მარგველაშვილმა მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო. ჩვენებურმა მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო.

მანამდე მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რეპეშაჟში გადავიდა. პაპინაშვილი მეოთხედფინალში საფრანგეთის წარმომადგენელ წალიდე ჰიართან დამარცხდა.

რაც შეეხება ჩვენს გოგონებს, მარიამ ჯანაშვილსა (-52 კგ) და სალომე აბაშიძეს (57), ისინი სტარტზევე დამარცხდნენ,
ხოლო ოლგა ალადოშვილმა (-48 კგ) ჯერ სლოვენიელ კრისტინა ვრსიჩს მოუგო, შემდეგ კი რუმინელ მონიკა უნგურეანუსთან წააგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუთუ არ შეიძლება რომ ხალხისთვის რამე გააკეთოთ და როგორმე ტელევიზიით გადმოსცეთ? დაწყებამდე გვპირდებოდით ტელევიზიით გადმოცემას.გულშემატკივრების ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებთ.საზოგადოებრივი ტელევიზია რას აკეთებსხალხისთვის არაფერს აკეთებს!
მრჩეველი
18:07 21-04-2016
0
გალსტიანი კი არა მთელი დარბაზი თავის მსაჯებიანათ დადო ბეჭებზე
lelo
18:21 21-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული