ჩვენი ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში პოლონეთი იყო.
პოლონელებთან დაპირისპირება ვაჟა მარგველაშვილმა (66) დაიწყო. თავდაპირველად მარგველაშვილი ვაზარით აგებდა, თუმცა მეტოქეს თავადაც აუღო ვაზარი, შემდეგ კი იუკო მიაყოლა და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც.
ლაშა შავდათუაშვილმა (73) შეხვედრა იპონით მოიგო. 81 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი გავიდა, რომელმაც იპონით წააგო.
ვარლამ ლიპარტელიანმა (90) შეხვედრის დასაწყისში მეტოქე შებოჭა, მაგრამ პოლონელი დაუძვრა და ჩვენებურმა ვაზარის აღება შეძლო, შემდეგ კი ლიპარტელიანმა მორიგი ბოჭვა გაუკეთა პოლონელ ძიუდოისტს და საბოლოოდ გამარჯვება
ლევან მატიაშვილს (+100) კი ბოლო დაპირისპირებაში მოგება არ გასჭირვებია - 4:1.
საქართველოს მეტოქე ფინალში მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში საფრანგეთს 3:2 სძლია.
- "მამა, მაგარი ლაშა, ჩილიკა" - ლიპარტელიანის შვილის მილოცვა ძიუდოისტებს [VIDEO]
- ევროპის ჩემპიონატი. საქართველო ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით პირველია!