ავთანდილ ჭრიკიშვილი: ჩემთვის დადებითი შედეგი მხოლოდ ოქროსთან ასოცირდება!

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთში, ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა, სამშობლოში გუშინ გვიან დაბრუნდა.

- ევროპის ტრიუმფატორებს თბილისში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]

ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ვერცხლისმედალოსანმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა Sportall.ge-სთან თავისი გამოსვლა შეაფასა და ტრავმაზეც ისაუბრა.

"პირველ რიგში, მსურს ყველას მივულოცო, რადგან ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა.

რაც შემეხება მე და ზოგადად, ჩემს გამოსვლას, მას დადებითად ვერ შევაფასებ. საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოვითხოვ, მეტს ველი. სწორედ ამიტომ ჩემთვის დადებითი შედეგი და მიღწევა მხოლოდ ოქროსთან ასოცირდება,
ვერცხლის მედალს კი მიღწევად ვერ ჩავთვლი.

იყო გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგალითად, ის, რომ ტრავმა მივიღე, რომელიც არ გავამჟღავნეთ. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რამდენად სერიოზულია ის. სავარაუდოდ, მყესია დაჭიმული ან დაზიანებული. უახლოეს 2 დღეში ექიმთან გამოკვლევას ჩავიტარებ და გამოჩნდება, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება", - გვითხრა ჭრიკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანში ევროპის ჩემპიონატზე პირად პირველობაში გამოსვლა 7 მედლით დაასრულა და გაიმარჯვა გუნდურ ტურნირში. პირადში ჩვენებმა 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი მოიპოვეს. მათგან ერთი ვერცხლი ქალთა გუნდის მონაგარია, დანარჩენი - ვაჟების.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა, მაგრამ არ ჩანს არსად. ხმაც არავის მიუცია. ჩემს გარდა არავინ ზის ამ კომპიუტერთან. ალბათ რაღაც სხვა პრობლემაა. მაგრად მინდა ტატალა ჩემი აზრით ლიპოს მერე ყველაზე სტაბილურია, თან ძალიან აქვს მომატებული გამძლებაშიც და საცოდაობა იქნება მაგისი დატოვება.
fraternity
10:35 27-04-2016
0
ქვემოთ არის. თუ ვერ იპოვე ,ესეიგი მაგ კომპიდან ვიღაცას უკვე მიუცია ხმა.
fraternity-s
09:30 27-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული