- ევროპის ტრიუმფატორებს თბილისში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]
ინდივიდუალურ შეჯიბრში ოქროს მედალოსანმა ვაჟა მარგველაშვილმა Sportall.ge-სთან თავის გამოსვლასა და მოახლოებულ ოლიმპიადაზე ისაუბრა.
"ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადე და სრულიად ოპტიმალურ ფორმაში მყოფი გავედი, ვიბრძოლე ჩემპიონობისთვის და საბედნიეროდ, მივაღწიე კიდეც სასურველ შედეგს, რომელსაც ფორმიდან გამომდინარე, ველოდი კიდეც.
დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას ოლიმპია
იქ ევროპის ჩემპიონის სტატუსით გავდივარ და მართალია, ყველა მოწინააღმდეგე უფრო მოტივირებული გამოვა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ჩემთვისაა დიდი სტიმული ეს.
ჩემი მხრივ, გავიბრძოლებ და ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებ!", - გვითხრა ევროპის ჩემპიონმა.