ჩვენი მოლოდინი გაამართლა გუნდური შეჯიბრების ფინალმა, რომელშიც მასპინძელი რუსები თავიდან კი დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ ვაჯობეთ და 3:2 გავიმარჯვეთ.
ყველაფრის გათვალისწინებით, კარგი სანახავი იყო რუსეთის ქალაქში დაგუგუნებული საქართველოს ჰიმნი და ზეაღმართული ხუთჯვრიანი დროშა... ამ წუთებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ძიუდოისტებს!