14:15 08-05-2016
ბაქოს გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილი 1/2-ფინალშია [VIDEO]
AutoSharing Option
ბექამ აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, სადაც იაპონელ აარონ ვულფს შეხვდება. შეხვედრების ლაივ-სტრიმით ყურება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს აჯობა, მერე კი - აზიის ჩემპიონ ირანელ ჯავად მაჰჯოუბს.
1/4-ფინალში ბექა ღვინიაშვილმა თავისზე ლამის ერთი თავით მაღალ გერმანელს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსან დმიტრი პეტერსს ვაზარ-იუკოთი აჯობა.
სამწუხაროდ, ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა: თორნიკე ჯუღელმა, უშანგი მარგიანმა (ორივე -90), ლაშა ტაველურმა (100), ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100).
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბექა ფინალშია უკვე!ვაზარ იპონით მოუგო იაპონელს!სამწუხაროდ მგონი ტრავმა აქვს რაღაცას იტკიებს
0
0
ფინალშია. იაპონელი ვოლფიც იპონზე დასვა :). ასეთი ტალანტი არ მინახავს – ცოტა მეტი სიმაღლეც რომ ჰქონდეს, მძიმე წონაშიც ვერ დაუდგებოდა ვერავინ ტედი რინერის ჩათვლით
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული