- ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
Sportall.ge-ზე ვალერი ლიპარტელიანისთვის კითხვების დასმა 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა ძიუდოისტმა დასმული კითხვებიდან საუკეთესოს ავტორი თავად შეარჩია.
აღნიშნულ რუბრიკასთან დაკავშირებით ლიპარტელიანმა კომენტარიც გააკეთა.
"ძალიან მნიშვნელოვანი, მისაღები და სასიხარულოა აღნიშნული რუბრიკა. ვფიქრობ, რაც მეტი სპორტსმენი მიიღებს ამაში მონაწილეობას, მით უკეთესი იქნება, რამდენადაც საზოგადოებისთვის ყველაფერი გასაგები იქნება.
ღია, უშუალო საუბარი გამოგვივიდა მკითხველთან. კითხვებით, როგორც აღვნიშნე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველას დიდ მადლობას ვუხდი
რუბრიკა ემსახურება სპორტის გაპიარებას და მაგალითად, იგივე ძიუდოს უწყობს ხელს უფრო ცნობადი გახდეს ქვეყანაში, ხალხი უფრო ჩახედული იყოს სპორტის ამ სახეობაში, ეს კი კარგია. მადლობა კიდევ ერთხელ Sportall.ge-ს და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მონაწილეობა მიიღო", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.