"ეს რუბრიკა სპორტის გაპიარებას ემსახურება" - ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველი დააჯილდოვა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" გამარჯვებული ვახტანგ უკლება დააჯილდოვა.

- ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

Sportall.ge-ზე ვალერი ლიპარტელიანისთვის კითხვების დასმა 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა ძიუდოისტმა დასმული კითხვებიდან საუკეთესოს ავტორი თავად შეარჩია.

აღნიშნულ რუბრიკასთან დაკავშირებით ლიპარტელიანმა კომენტარიც გააკეთა.

"ძალიან მნიშვნელოვანი, მისაღები და სასიხარულოა აღნიშნული რუბრიკა. ვფიქრობ, რაც მეტი სპორტსმენი მიიღებს ამაში მონაწილეობას, მით უკეთესი იქნება, რამდენადაც საზოგადოებისთვის ყველაფერი გასაგები იქნება.

ღია, უშუალო საუბარი გამოგვივიდა მკითხველთან. კითხვებით, როგორც აღვნიშნე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველას დიდ მადლობას ვუხდი
იმ პოზიტისთვის, რაც მივიღე.

რუბრიკა ემსახურება სპორტის გაპიარებას და მაგალითად, იგივე ძიუდოს უწყობს ხელს უფრო ცნობადი გახდეს ქვეყანაში, ხალხი უფრო ჩახედული იყოს სპორტის ამ სახეობაში, ეს კი კარგია. მადლობა კიდევ ერთხელ Sportall.ge-ს და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მონაწილეობა მიიღო", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიამოვნო იყო ლიპოსთან შეხვედრა. მე ვფიქრობ უშუალო და კარგი საუბარი გამოგვივიდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს უფრო მეტი ჩართულობა იქნება გულშემატკივრის და უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მხრიდან. რომ ამ დონის სპორცმენები -როგორებიც ლიპო და ჩირიკა არიან, ან თუნდაც სხვა ძიუდოისტები-იყვნენ უზრუნველყოფილნი. განა ბევრი გვყავს საქართველოში ამ დონის სპორცმენი. სამწუხაროდ არა. ხოდა ვისაც ხელეწიფება კეთილი ინებეთ და მიხედეთ ამ ბიჭებს და შეუქმენით მათ ყველა პირობა იმისათვის რომ მხოლოდ სპორტზე იფიქრონ
ukleba
18:43 15-05-2016
0

სიახლეები პოპულარული