ადამ ოქრუაშვილი ალმათის გრან პრის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
ქართველის ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) ყაზახეთის ქალაქ ალმათის გრან პრის გამარჯვებული გახდა.

ოქრუაშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურს შეხვდა და იუკოთი მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედალი ამავე წონაში მოიპოვა ლევან მატიაშვილმა, რომელიც ნახევარფინალში ოქრუაშვილთან დამარცხდა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად გოგოჭურმა პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ ტაჯიკეთის წარმომადგენელთან კომრონშოხ უსტოპირიონთა დამარცხდა.

ასევე პირველი შეხვედრა მოიგო ნოდარ ბერიანმა, ხოლო მეორე შეხვედრაში უზბეკ შერალი იურაევთან დამარცხდა.

100 კგ. წონით კატეგორიაში რეზო წულუკიძემ ჯერ ყირგიზი სარიკხან ისმაილოვს მოუგო, შემდეგ კი
კუბელ ხოსე არმენტეროსთან წააგო.

ალექსანდრე ზაალიშვილმა სტარტზე მოგების შემდეგ ტაჯიკელ საიძალოლ საიდოვთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ალმათიში ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73) მოიპოვა, იმავე წონაში ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

რახ შეეხება პირველ საშეჯიბრო დღეს, ქართველი სპორტსმენები უმედლოდ დარჩენენ.

საბოლოო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ალმათის გრან პრიზე ორი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადამო ავანტი გილოცავ იტალიიდან გაიხარე
tygo
20:16 15-05-2016
0
ადამ ოქრუასვილი ნამდვილი ჩემპიონია
avTandil tukvaZe
19:19 15-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული