ტიუმენის გრანდ-სლემი: ქართული დუეტი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
ტიუმენში ჩატარდა "დიდი მუზარადის" ტურნირი ძიუდოში, სადაც ჩვენს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია, საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოდიოდა საკუთარი ხარჯით - თენგიზ პაპოშვილი (73) და ამბროსი კონკროშვილი (+100). სამწუხაროდ, ორივე უმედლოდ დარჩა.

თავად ტურნირი ვერ გამოდგა იმ სიძლიერისა, ამ სტატუსს რაც შეეფერება, თუმცა ზედ ოლიმპიადის წინ ეს მოსალოდნელიც იყო - ახლა ყველა წამყვანი ნაკრები, ყველა ძლიერი სპორტსმენი თამაშებისთვის ემზადება, ოთხწლეულის ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირამდე სამი კვირით ადრე კი შეჯიბრებაში გამოსვლით საოლიმპიადო შანსებს არავინ დაასამარებს.

საბოლოოდ ტიუმენში 25 ნაკრების 124 სპორტსმენი ჩავიდა (თან
- ქალებში და ვაჟებში ერთად აღებული), რაც კონტინენტური თასებისთვისაც კი ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ, მეორე გუნდით ჩავიდნენ იაპონელები, რომლებსაც შემადგენლობაში ოლიმპიურ ნაკრებს მიღმა დარჩენილი რამდენიმე მართლაც ძლიერი ფალავანი ჰყავთ.

ჩვენი დუეტიდან უფრო უკეთ პაპოშვილი გამოვიდა, ვინც მეშვიდეზე გავიდა. მან პირველ შეხვედრაში ამოსმულით და გარეფეხით ორჯერ ვაზარიზე დააგდო ლატვიელი ალექსანდრს პეტროვსკი, მაგრამ მერე მეოთხედფინალში მოხსნეს რუსთა მომავალ გამარჯვებულთან, მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორ მუსა მოგუშკოვთან. სამწუხაროდ, სანუგეშო წრეში ჩვენებური პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუსთა კიდევ ერთ ლიდერთან, ევროპის ჩემპიონ ალიმ გადანოვთან, ვინც საბოლოოდ მეშვიდეზე გავიდა.

კონკროშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს ანტონ ბრაჩევთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული