ასეთი მცირე გუნდით წასვლას თავისი მიზეზი ჰქონდა. ბიჭებში "იქნებ თავი გამოიჩინონ" პრინციპით შანსს იმათ აძლევდნენ, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ განიხილებიან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატებად, მაგრამ
საინტერესოა, რას იზამენ ახლა, როცა მჭედლიშვილმა ჩეხეთში თავი კარგად წარმოაჩინა - 5-დან 4 შეხვედრა იპონით მოიგო. მან პირველ ორ შეხვედრაში გერმანელი ტიმო კაველიუსი და ყირგიზი ერლან შეროვი დაამარცხა წმინდად და ასევე სუფთად მოიგო დასკვნითი ორი პაექრობაც - ნახევარფინალში აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი დააიპონა, ფინალში კი კიდევ ერთი გერმანელი მარტინ მატიასი გაუყენა მის გზას. მჭედლიშვილს მხოლოდ მეოთხედფინალში გაუჭირდა უკრაინელ გრაჩიკ ავაქიანთან, ვისაც იუკოთი მოუგო.
სავარაუდოდ, მწვრთნელები მჭედლიშვილს მომავალ კვირასაც წაიყვანენ ბერლინის ტურნირზე.
ამ წონაში ნახევარფინალში ორი მონაწილე გვყავდა - ქვეჯგუფი მოსახლიშვილმაც დამაჯერებლად მოიგო. სხვათა შორის, მან მეოთხედფინალში ქართული დუელი მოიგო - უკრაინის სახელით მოჭიდავე რევაზ მესაბლიშვილს სძლია იუკოთი. მანამდე ჩვენებურმა იტალიელი გაეტანო პალუმბო და გერმანელი ელიას ფრანკი დაჯაბნა წმინდად, ნახევარფინალში კი ზემოხსენებულ გერმანელ მატიასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ესტონელი გერმან დურანი დააგდო ბეჭებზე.
73-ში გიგაური ურიგოდ არ გამოსულა, მაგრამ, ალბათ, არც იმ დონეზე, საევროპოდ შანსი მიიღოს, თუმცა ეს მწვრთნელთა გადასაწყვეტია.
გოგონებში ჯანაშვილისთვის სატურნირო პრაქტიკის მიცემა უნდოდათ თანატოლებში, რადგან წლეულს ძირითადად უფროსებში გამოვიდა, ახლა კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ელოდება. ლიპარტელიანი უფრო ტურნირის შემდეგ გასამართავი ერთობლივი შეკრებისთვის წაიყვანეს და შედეგზე აქცენტს არ აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, ორივე შემთხვევაში მიზანი მიღწეულია.
სავარაუდოდ, ჯანაშვილმა ჩეხეთში კარგი პრაქტიკა მიიღო, რადგან შეხვედრებიც ბლომად ჩაატარა - ხუთი და მედალიც მოიპოვა. უბრალოდ, საწყენია, რომ პირველივე პაექრობა ჩვენთვის კარგად ნაცნობ თურქ ირენ კორკმაზთან დათმო. სამაგიეროდ, მერე ჩვეული შემართებით დაერია მეტოქეებს: უნგრელ ჟოფი ოზბასს, ავსტრიელ დენისე პამელა ნეუბაუერს, გერმანელ ლეა მარკლოფს და ბრინჯაოსთვის პაექრობაში კიდევ ერთ ავსტრიელ ოლივია ტარონხერს სულ იპონებით მოუგო.
ჭაბუკებში ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ლიპარტელიანმა თავიდან ავსტრიელ იზაბელა ბილკოვსკის და უნგრელ კიტი კოვაჩს იპონებით მოუგო, მაგრამ წააგო უკრაინელ მარია სკორასთან, დამამშვიდებელში კი თურქ აისეგულ ილმაზთანაც დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"