ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ერგო.
ქართველის მეტოქე ფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იქნება. ფინალი დაახლოებით 22:50 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პარალიმპიადაზე გოგოჭური საქართველოს პირველ მედალს მოუტანს. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.