ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ქართველების მედლები სხვა ქვეყნებს

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ მალაგაში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირად შეჯიბრში გამოსვლა, ტურნირის პირველ დღეს მოპოვებული 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. დღეს, 17 სექტემბერს, ქართველმა ძიუდოისტებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.

ჩვენი ძიუდოისტებიდან ყველაზე შორს - სანუგეშო ტურნირში ონისე სანებლიძემ (-90) გააღწია, მაგრამ დამარცხდა.

ასპარეზობას ადრეული ეტაპებიდან გამოეთიშნენ გიორგი ქურდიანი და თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე -81), დავით ოზბეთელაშვილი (-100) და გურამ ქოსმენაშვილი (+100), ასევე გოგონათა ტურნირში ჩვენი მონაწილე სოფიო სომხიშვილი (+73).

სამაგიეროდ, ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ სხვა ქვეყნების სახელით მოასპარეზე ქართველები. ანრი ეგუტიძემ (81)
ვერცხლი პორტუგალიას მოუტანა, ნიკოლოზ შერაზადაშვილმა (90) - ესპანეთს.

შეგახსენებთ, რომ მალაგაში ვიცე-ჩემპიონები პირველ დღეს თორნიკე ნაგლიაშვილი (-66) და გიორგი კაციაშვილი (-73) გახდნენ.

ხვალ, 18 სექტემბერს, ასპარეზობა გუნდურ პირველობას დაეთმობა.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა სად დაუშვეს შეცდომა მწვრთნელებმა წვრთნის დაგეგმვაში თუ შემადგენლობის დაყენებაში, უბრალოდ სამწუხაროა ევროპაში შენს ნაკრებს ისეთი ქვეყნები რომ ჯობნიან სადაც ძიუდო ალბათ მესამე ან მეოთხეხარისხოვანი სპორტია
გიორგი
22:38 17-09-2016
0

სიახლეები პოპულარული