ირაკლი ცირეკიძე: ნაკრებში ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვხედავ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

ცირეკიძის შტაბში მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შედეგად, თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა არასახარბიელო შედეგების გამო მწვრთნელის ცვლილების საჭიროებაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.

- საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"ჩემი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნაზე საუბარი კარგა ხნის წინ დაიწყო. არ მსურდა საკუთარ
თავზე ისეთი რამ ამეღო, რის წარმატებაშიც დარწმუნებული არ ვიქნებოდი, მაგრამ მწვრთნელობას დავთანხმდი, რადგან მჯერა, ეს წარმატებას მოიტანს.

ნაკრებში ცვლილებები იქნება, მაგრამ ძირეული საკადრო და სისტემური, ამ ეტაპზე არა. მეტ ყურადღებას ფიზმომზადებაზე გავამახვილებთ, ყველა სპორტსმენთან ინდივიდუალურად ვიმუშავებთ... მოკლედ რომ ვთქვა, გაკეთდება ყველაფერი, რაც სპორტსმენს კონკრეტული შედეგისთვის სჭირდება.

ნაკრებში ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვხედავ. ამ ბიჭების შესაძლებლობები კარგად ვიცი. ვფიქრობ, თავისი შესაძლებლობების 100%-ს კი არა, 80%-ს მაინც რომ იყენებდნენ, გაცილებით უკეთესი შედეგი ექნებოდათ. ასე რომ, ამ კუთხითაც ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს", - გვითხრა ცირეკიძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა მინდა გადავუხადო უზნაძეს გაწეული სამუშაოესთვის, მწვრთენლის შეცვლა აუცილებელი იყო ვინაიდან მან მართლაც ბოლომდე ამოწურა მისი შესაძლებლობები. რაც შეეხება ირაკლი ცირეკიძის დანიშვნას ის უდაოდ ძლიერი ძიუდოისტია (ოლიმპიადას ისე ვერ მოიგებ), მაგრამ მწვრთნელს სულ სხვა კვალიფიკაცია და უნარები ჭირდება მაინც. ღმერთმა ქნას ირაკლიმ გაამართლოს... მე უფრო ვფიქრობ რომ ვინმე მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მწვრთნელი უნდა მოგვეწვია, მით უმეტეს როცა ხედავ რომ გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებია (ეს კი ოლიმპიადის შემდეგ აშკარა ნათელი გახდა)
ლაშა
17:05 11-10-2016
0
რატომ? ცირეკიძეს ბიჭებმა არ მოახდინეს ფურორი? მე მის გაწვრთნილ ახალაგზრდულ გუნდზე ვამბობ... ამასთანავე, საჭიროა ბიჭებს საშუალება მიეცეთ თავის მწვრთნელებთან იმუშაონ.. ისე, სულ შეკრებებზე არიან და ძირითად მწვთნელებს, ვინც გაზარდა და მისი ყველაფერი იცის და შეუძლია ნებისმიერ საკითხში დახმარება, წელიწადში 1 კვირაც ვერ ხვდებიან.. ფსიქოლოგიურადაა უპირველესად ეს საჭირო..
ყური მიგდე
19:00 11-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული