გადამწყვეტ შეხვედრაში მჭედლიშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი - იპონზე.
ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია ამ ტურნირზე. მოგვიანებით, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილიც, რომელსაც მეტოქედ ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი ჰყავს.
დღეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100). მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ტაველურმა (-100).