U23. კობა მჭედლიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
თელ ავივში გამართულ 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა კობა მჭედლიშვილმა.

გადამწყვეტ შეხვედრაში მჭედლიშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი - იპონზე.

ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია ამ ტურნირზე. მოგვიანებით, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილიც, რომელსაც მეტოქედ ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი ჰყავს.

დღეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100). მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ტაველურმა (-100).

პირველ დღეს კი წარუმატებლად თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) წარუმატებლად იასპარეზეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კობა გილოცავ ქართველო ლომო!
gurami
00:31 13-11-2016
0
კობა გილოცავ ჩემპიონობას,მაგრამ მსაჯს რომ არ გაემწარებინ,.სუფთა გამარჯვებისთვის ბრძოლას თითქოს არ აპირებდი.ალალად თქვი ასე იყო? ისე მსაჯმა მართლა ნამეტანი გაუბერა.
სოსო
19:07 13-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული