ოლიმპიადამოვლილმა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.
აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ტურნირზე გამართული ხუთი ბრძოლიდან ოთხი სუფთად მოიგო.
ამრიგად, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. მანამდე ახალგაზრდებში კონტინენტის ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (-81) გახდა.
დღეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100).
პირველ დღეს კი წარუმატებლად თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) წარუმატებლად იასპარეზეს.