ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: წონის ლიდერები ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ფოტოები: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდიდან
26 ნოემბერს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირის პირველ დღეს ძიუდოისტები ჩემპიონ-პრიზიორებს 60, 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოავლენენ.

წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს წონის ლიდერებმა, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა - ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ).

ძიუდოს აკადემიაში ფინალური ბლოკის ორთაბრძოლები 17:00 საათიდან დაიწყება. გულშემატკივარს პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში ხვალ, 27 ნოემბერს დასრულდება.

ასევე
იხილეთ:

"შავი", "ტაისონა", "ზებედა"? საქართველოს ჩემპიონატს ძიუდოში სამეული დააკლდებაო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული