ჩვენები A ჯგუფში მასპინძელ ცსკ-სთან და ამერიკულ "ტიტანი მერკურთან" ერთად მოხვდნენ, რომლის ღირსებასაც ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან (97) ერთად ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც (61) იცავს.
გუშინ ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ჩვენებმა ორივე პაექრობა ერთნაირი ანგარიშით, 5:3 დაასრულეს. ოღონდ პირველად ამ ანგარიშით მასპინძელთა კლუბს მოუგეს, მეორედ კი თავად დამარცხდნენ ამერიკელებთან.
პირველ შეხვედრაში მასპინძლებთან ჩვენებმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო ორ წონაში
როგორც ანგარიშიდან ჩანს, საწყისი 6 შეხვედრის შემდეგ ანგარიში 3:3 იყო, როცა ოდიკაძემ და მეშვილდიშვილმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს და "ჩემპიონი" ამერიკელებთან საჭიდაოდ კარგი განწყობით გავიდა.
სამწუხაროდ, ამან ვერ უშველათ და დამარცხდნენ, რაშიც თავისი წილი ხინჩეგაშვილმაც შეიტანა - შოთა ფარტენაძეს 10:8 მოუგო. ამ დროს ბუჯიაშვილსაც წაგებული ჰქონდა - 2:11 ნიკოლას მეგალუდისთან, დამარცხდა ლევან ქელეხსაშვილიც - ბერნარდ ფუტრელთან 1:4 დათმო და ამერიკელები 3:0 დაწინაურდნენ.
ჩვენგან პირველი შეხვედრა ამ მომენტში მოიგო ალექსანდრე ჯაჭვაძემ - ნაზარ კულჩინსკის 3:1 აჯობა, თუმცა კენჭაძე და ეგაძე დამარცხდნენ, რითაც შეხვედრის ბედიც გადაწყდა - 5:3 ამერიკელთა სასარგებლოდ. დარჩენილ ორ შეხვედრაში ოდიკაძემ სნაიდერთან, ხოლო მეშვილდიშვილმა ნიკ გვიაზდოვსკისთან გამარჯვებები მიითვალეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.
ამის შემდეგ "ჩემპიონმა" ბრინჯაოსთვის გააგრძელა ბრძოლა და B ჯგუფში მეორეზე გასულ მონღოლურ კლუბს შეხვდა, რომელსაც 7:1 მოუგო. ჩვენები დასკვნით შეხვედრებს დღეს გამართავენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"