ძიგორო კანოს მემორიალში საქართველოდან მხოლოდ ესტერ სტამი იასპარეზებს

AutoSharing Option
დღეს ტოკიოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ძიუდოში - ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადი".

მასში ჩვენგან მხოლოდ ნატურალიზებული ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70) გამოვა, რადგან ვაჟთა ნაკრებმა იქ წასვლა გადაიფიქრა. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სამ კლუბში - "მებრძოლში", "საგარეჯოსა" და "შევარდენში" გადანაწილებულ ნაკრების წევრებს 14 დეკემბერს გროზნოში ევროპის საკლუბო პირველობის "ოქროს ლიგა" ელოდებათ.

ტრადიციულად, კანოს ტურნირი წლეულსაც ძალიან ძლიერი შეჯიბრება იქნება - მასში 41 ქვეყნის 287 ათლეტია დარეგისტრირებული, 155 ვაჟთა ტურნირში და 132 - ქალებში.

დღეს, 2
დეკემბერს, ვაჟებში 60-66, ქალებში კი - 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ხვალ, 3 დეკემბერს ტატამი 73-81 კილოგრამიანი ვაჟების და 63-70-იანი ქალებისთვის გაიშლება, ზეგ კი შეჯიბრებას დარჩენილი წონების ფალავნები დაასრულებენ ანუ ვაჟთაგან 90, 100 და +100, ხოლო ქალთაგან - 78 და +78 კილოგრამები.

ჩვენი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი საკმაოდ ძლიერ C ჯგუფშია: პირველ შეხვედრას იაპონელ ნაეკო მაედას ხვდება, მას თუ გასცდება და მეორე წრეში კორეელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი სეონგიეონ კიმი ელოდება. ამავე ჯგუფშია კიდევ ერთი აზიელი - უზბეკი გულნოზა მატნიაზოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
Da aseve qartveli arbitri Vladimer Nutsubidze
dojo
17:34 02-12-2016
0

სიახლეები პოპულარული