ეჭვობენ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თავი მოიკლა

AutoSharing Option
ავსტრიაში გრძელდება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერის ძებნა, რომელსაც არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ბრალდება.

- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურება ბრალდება

ამჟამად აზერბაიჯანის ნაკრებში დასაქმებული სპეციალისტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე მოსმენა ვენაში 19 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ზაიზენბახერი სასამართლოში არ გამოცხადდა. მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ არ იცის კლიენტის ადგილსამყოფელის შესახებ. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ავსტრიელმა დატოვა მათი ქვეყანა, თუმცა საით გაემგზავრა - უცნობია.

haqqin.az ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პეტერ ზაიზენბახერის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. არსებობს ეჭვი, რომ 56 წლის სპეციალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, ამ ვერსიას არ იზიარებს მისი ადვოკატი.

ასევე არსებობს ვარაუდი, რომ მწვრთნელი თავს ერთ-ერთ არაბულ სახელმწიფოს აფარებს. ცნობილია, რომ ერთი ხანობა ზაიზენბახერი დუბაიში ცხოვრობდა. მის სავარაუდო ადგილსამყოფელად ასევე სახელდება აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ.

ზაიზენბახერის დაკავებაზე ორდერი ვენის სასამართლოს ამ დრომდე არ გაუცია.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ვენის პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შემდეგ ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენა. საქმე მისი სავარაუდო ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა. 56 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ორი გოგონას გაუპატიურებას აბრალებენ. იმ პერიოდში ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში, 1984 წელს ლოს ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა და პირველი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, ვინც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო. პეტერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა. ბოლოს ის აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრებში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სისულელეა,ასეთები თავს არ იკლავენ.
ჯ.ჩ.
13:25 30-12-2016
0
თორმეტი წლის შემდეგ უჩივლეს?
კირკიტა
17:21 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული